Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტის წინ გამოსვლები გრძელდება - აქცია ხვალ 19 საათზე განახლდება

22 ივნისი, 2019 0:12

პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას აქციის მოდერატორმა მიშა მშვილდაძემ მიმართა. მისი თქმით, აქცია გაგრძელდება, ვიდრე ყველა მსურველი ტრიბუნიდან საკუთარ პოზიციას არ გამოხატავს. მშვილდაძემ ხვალინდელი აქციაც დააანონსა - ხვალ, პარლამენტის წინ საპროტესტო გამოსვლები 7 საათიდან განახლდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

„ხელისუფლებისგან არ მიგვიღია არანაირი პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე, ეს ნიშნავს ორ რამეს: პირველი - ჩვენი ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და მეორე - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ მშვიდობიანი გზებით ძალადობის გარეშე, სიტყვის, იდეისა და ერთობის ძალით!“ - განაცხადა მშვილდაძემ 

მშვილდაძის თქმით, თუკი ხვალ, 7 საათამდე დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, „მერე უკვე გვექნება უფლება, რომ ავირჩიოთ მათთვის [ხელისუფლებისთვის] გასაგები მეთოდები იმისათვის, რომ ჩვენი სამართლიანი, ლოგიკური სამშობლოსთვის საჭირო მოთხოვნები აუცილებლად შესრულდეს“. 

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: 

  • შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა; 
  • 20 ივნისის აქციაზე დაკავებულ პირთა განთავისუფლება; 
  • მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

მოვითხოვთ „პროგრესბანკის" 3 წლის წინანდე ...

სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ვიცე-მერი: საზოგადოებას ტრანსპორტში მგზა ...

თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის   განცხადებით,    მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმ ...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ...
^