Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვუდი ალენის სარეჟისორო დებიუტი „ლა სკალაში”

04 ივლისი, 2019 18:24

ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი ვუდი ალენი საოპერო რეჟისურაში ცდის ბედს. მილანის „ლა სკალას“ სცენაზე ის ჯაკომო პუჩინის კომიკურ ოპერას - „ჯანი სკიკის“ დგამს. ამის შესახებ რეჟისორმა მილანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რასაც ჟურნალისტებისა და პუბლიკის აპლოდისმენტები მოჰყვა.

ჰოლივუდისგან განახვავებით, სადაც 83 წლის რეჟისორს, სექსუალური სკანდალების გამო, გაცილებით კრიტიკულად და მკაცრად აფასებენ, ევროპაში გულღიად და მეგობრულად ხვდებიან. შესაბამისად, „ლა სკალაში“ საოპერო პრემიერისადმი ინტერესი გაცილებით დიდია, ვიდრე ამერიკაში. ცნობილია, რომ Amazon Studio-მ უკვე გაწყვიტა ვუდი ალენთან კონტრაქტი, რომელიც მის ბოლო ფილმს - „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“ უკავშირდება. ფილმი ევროპის ეკრანებზე სექტემბრის ბოლოს გამოვა. 

„ლა სკალაში“ პრემიერის გარდა, მილანის კინოს მუზეუმში დაგეგმილია ვუდი ალენის ფილმების რეტროსპექტივა. „ჯანი სკიკის“ პრემიერა 6-7 ივლისს გაიმართება, რის შემდეგაც ვუდი ალენი ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში მიემგზავრება, სადაც ახალი ფილმის გადაღებას იწყებს. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს კინოვარსკვლავი კრისტოფ ვალცი შეასრულებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^