Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაბუნიას მონოლოგის ოფიციალური შეფასებები

08 ივლისი, 2019 19:43

გუშინ, რუსთავი ორის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გადაცემა “პოსტკრიპტუმში” რუსეთის პრეზიდენტს უხამსი სიტყვებით მიმართა. გაბუნიას მონოლოგს ქვეყნის პირველი პირების მხრიდან გამოხმაურება მალევე მოჰყვა, რომელმაც ოპოზოციის კრიტიკა დაიმსახურა. 

პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე: „ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ".


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველ შემთხვევაში, ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ!“


მომხდარზე ხელისუფლების შეფასებებს, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ არაადეკვატური უწოდა:


ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, გაბუნიას საქცილი ზიანის მომტანი იყო, მაგრამ "ამავე დროს მისი მამხილებელი ეფექტი შეიძლება გახდეს საზოგადოების თვალის ახელის მნიშვნელოვანი ფაქტორი."


მომხდარზე განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო საზოგადოებასა და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელის შეფასებისკენ მოუწოდა:


გაბუნიას მონოლოგს რუსეთის საგარეო უწყების მხრიდანაც ოფიციალური განცხადება მოჰყვა. ისინიც საერთაშორისო ორგანიზაციებს გიორგი გაბუნიას მონოლოგზე რეაგირებისკენ მოუწოდებს:


გიორგი გაბუნიას მიმართვაზე განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. მათი თქმით გაბუნიას სიტყვებმა ზიანი მიაყენა არა მხოლოდ ტელეკომპანიას, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას:


კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კი მედიას, ჟურნალისტებსა და საზოგადოებას ფაქტის ადეკვეტურად შეფასებისაკენ მოუწოდა:


​თავის მხრივ რუსთვი 2-მა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და ჟურნალისტს უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^