Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სამსუნგი“ ანსამბლ „ერისიონს“ სასცენო კოსტუმების განახლებაში დაეხმარება

12 ივლისი, 2019 14:52

კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული კულტურისა და ტრადიციების მხარდაჭერას გამოხატავს. კომპანია სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ სასცენო კოსტიუმებისა და სარეპეტიციო ფორმების განახლებას უზრუნველყოფს. აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, მხარეებმა,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია, 2019 წლის ბოლოს, ქართველი მაყურებელისთვის გრანდიოზული სოლო კონცერტის გამართვა, რომელიც ასევე „სამსუნგ ელექტრონიქსის“ 50 წლის იუბილეს მიეძღვნება. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ლევან ხარატიშვილის განცხადებით, მისასალმებელია, როცა კერძო სექტორი  სოციალურ პასუხისმგებლობას იზიარებს და  საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის კულტურის განვითარებაში. იგი იმედოვნებს, რომ „სამსუნგის“ ინიციატივას სხვა კერძო კომპანიებიც მიბაძავენ და კულტურული ინსტიტუტების განვითარების საქმეში აქტიურად ჩაერთვებიან.

ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი შერმანდი ჭკუასელი მიიჩნევს, რომ „სამსუნგ ელექტრონიქსისთან“ თანამშრომობა წარმატებული იქნება არა მხოლოდ ანსამბლისთვის, არამედ ზოგადად, ქართული კულტურის სფეროს განვითარებისთვის. მისი თქმით, პრაქტიკულად, მთლიანად უნდა განახლდეს მხატვარ მერაბ ბერძენიშვილის ესკიზებზე შექმნილი სასცენო კოსტუმები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და მრავალწლიან ისტორიებს გადმოგვცემენ.

„სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორი ჯეისონ ლი აცხადებს, რომ მათი კომპანია საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში ქართველი მომხმარებლისგან უდიდეს სითბოს გრძნობენ. „ჩვენი სურვილი იყო, მათ მიმართ საპასუხო პატივისცემა დაგვედასტურებინა.  ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, „სამსუნგი“ ქართველი ხალხისა და მომავალი თაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების - კულტურის მხარდაჭერას გამოხატავს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება“ -  განაცხადა ჯეისონ ლიმ.

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა და ამ ხნის მანძილზე, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ წარმატებას მიაღწია. 1977 წელს, „ერისიონის“ წევრების მიერ შესრულებული სიმღერა „ჩაკრულო“, მსოფლიოს რამოდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად, NASA–ს მიერ კოსმოსში იქნა გაგზავნილი, ხოლო 2002 წელს ანსამბლს პარიზში „ოქროს დისკი“ გადაეცა.

„სამსუნგ ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მისი მთავარი ღირებულება მომხმარებლის კეთილდღეობაა; „სამსუნგი“, როგორც გლობალური კომპანია, თავისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით ასრულებს სოციალურ ვალდებულებებს: უზრუნველყოფს ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებას ქართველი მომხარებლებისათვის; ქმნის სარგებელს ეკონომიკის, საზოგადოებისა და გარემოსათვის. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^