Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხევაში?

18 ივლისი, 2019 19:27

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას ზედა პალატაში გაასაჩივრებს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ლიბერალთან“ განმარტა, სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა არსებობს, თუმცა ზემდგომი, დიდი პალატა საქმეებს ავტომატურ რეჟიმში არ განიხილავს და  გარკვეული კრიტერიუმებით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს გამოარჩევს.  

გასაჩივრების შემთხვევაში „პალატასა და დიდ პალატას შორის არსებობს  5 მოსამართლისგან შემდგარი ე.წ. ფილტრაციის კოლეგია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საჩივრის დასაშვებობის საკითხი".

„სტატისტიკა გვიჩვენებს რომ დიდ პალატაში საჩივრის დაშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება და დასაშვებობის ფილტრაციის შედეგად, სარჩელების მხოლოდ 3-დან 4 პროცენტამდე აღწევს დიდ პალატამდე. თუ კოლეგია საჩივარს დასაშვებად ცნობს, დიდი პალატა საქმეს არა ფრაგმენტულად, მხოლოდ საჩივარში მითითებულ დარღვეასთან დაკავშირებით, არამედ თავიდან განიხილავს." - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელები საჯარო ...

ლევან და გიორგი ყარამანიშვილები იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივიან. „რუსთავი 2"-ი ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთვი 2"-ის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" არ გაიყიდა“ - ამის შესახებ განცხადება არხის მფლობელმა ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 14 აგვისტოს ბრძანება გამოსცა, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში რამდენიმე ც ...
^