Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2-ის“ 100 პროცენტიან წილზე პრეტენზიას ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს

19 ივლისი, 2019 19:12

ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ ირგვლივ სასამართლო დავების ახალი ციკლი იწყება. ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის 100%-იან წილს მოდავედ მისი ყოფილი პარტნიორი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ორქრუაშვილი გამოუჩნდა. 

ვიდრე ოქრუაშვილის ადვოკატი გია ზედელაშვილი სასამართლოში სარჩელს შეიტანს, მან დღეს ტელევიზიის ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა. 

„ხალვაშს ჰქონდა გაცხადებული, რომ აპირებდა ამ ქონების სხვაზე გადაცემას. ყოველ შემთხვევაში, ნაწილის მაინც. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, რომ დღესაც მოხდეს მისი გასხვისება. ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მივმართეთ სასამართლოს, რომ ამ დავის დასრულებამდე მოხდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება - გასხვისების აკრძალვის სახით, - განაცხადა გია ზედელაშვილმა.

ახალი მოსარჩლის მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს 2010 წელს, ბერლინში გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ხელმომწერი მხარეებიც ირაკლი ოქრუაშვილი და ქიბარ ხალვაში არიან. როგორც ადვოკატი „ლიბერალთან“ აცხადებს, ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით, ხალვაში აღიარებდა, რომ „რუსთავი 2“-ის წილები მისი სახელით ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა. გარდა ამისა ხელშეკრულება ხალვაშს, ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით რაიმე სახის მოქმედების განხორციელებას უკრძალავდა. თუ კი ხალვაში ამ პირობას დაარღვევდა, ის ვალდებული იყო, რომ პარტნიორისთვის ჯარიმის სახით  7 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა. როდესაც ხალვაშმა „რუსთავი 2-ის“  დასაბრუნებლად  სასამართლო დავა დაიწყო, ეს საკითხი არ შეუთანხმა ირაკლი ოქრუაშვილს, რის გამოც ეს პირობა დარღვეულად ითვლება - აცხადებს ოქრუაშვილის ადვოკატი.

ზედელაშვილის თქმით, ხელშეკრულებაზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობა სამი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, თუმცა, ამ ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“ - ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია. მისი განცხადებით, ექსპერტები შეცდომაში არიან შეყვანილები, რადგან ხელმოწერის შესადარებლად არასწორი მასალა აქვთ წარდგენილი.

„ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზის დანიშვნა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ქიბარ ხალვაში მივა აუცილებლად ექსპერტიზის ბიუროში, მოაწერს ხელს, შედარდება მისი ხელმოწერა იმ დოკუმენტთან და ამითაც ყველანაირ სპეკულაციას დაესმება წერტილი", - განაცხადა სალიამ.

თუკი ოქრუაშვილი თავს „რუსთავი 2-ის“ ლეგიტიმურ მესაკუთრედ მიიჩნევს, რატომ არ აღძრა მან დღემდე სარჩელი სასამართლოში? ადვოკატი გია ზედელაშვილი პასუხობს, რომ ეს თავად ოქრუაშვილის გადასაწყვეტი იყო და როცა საჭიროდ მიიჩნია, მაშინ დაიწყო დავა. ადვოკატს არც იმაზე აღმოაჩნდა პასუხი, ხალვაშის დამარცხების შემთხვევაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ძმებ ყარამანაშვილებთანაც წამოიწყებდა თუ არა დავას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ჰაბი ...

დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად გაიხსნა. თბილისის &b ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ...

სემეკის ახლად არჩეული თავმჯდომარე და ყოფილი დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ  ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

ანა დოლიძის თქმით, კომიტეტის სხდომაზე სა ...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მ ...
^