Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბეჟან ლორთქიფანის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს სააპელაციო სასამართლო განსჯის

29 ივლისი, 2019 19:49

დღეს სააპელაციო სასამართლოში შეტანილი საჩივრით პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბიოლოგის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის – „ნაკრესის“ გამგეობის წევრისა და კონსერვაციის პროგრამის დირექტორის  ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი. გიორგი გელხაური აცხადებს, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ფაქტობრივი, არც ფორმალური საფუძველი, რაც გაამართლებდა ბეჟან ლორთქიფანიძისთვის ყველაზე მძიმე აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის შეფარდებას

„ბეჟან ლორთქიფანიძე არ არის მოძალადე! იგი დღეს ისჯება თავისი რწმენისა და მრწამსისთვის! მის ოჯახსა და მეგობრებთან ერთად, აუცილებლად დავიხსნით მას პატიმრობიდან. ამას მხოლოდ ბეჟანისა და „ნაკრესისთვის“ არ გავაკეთებთ, არამედ გავაკეთებთ ყველა იმ მოქალაქისთვისაც, ვინც ახლა არის ან მომავალში იქნება მსგავსი წრეგადასული უსამართლობის მსხვერპლი“ - ვკითხულობთ „ნაკრესის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც „ნაკრესის“ გამგეობის თავმჯდომარემ ირაკლი შავგულიძემ „ლიბერალთან“ საუბარში აღნიშნა, ამჟამად ორგანიზაციის ძალისხმევა კოლეგის გათავისუფლებისკენ არის მიმართული და ამ ბრძოლაში ისინი საზოგადოების დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. „ბეჟანს თავდებში უდგებოდა ბევრი ადამიანი, მათ შორის იყვნენ  მწერლები, ჟურნალისტები.. თერთმეტმა ორგანიზაციამ შეიტანა წერილობითი თხოვნა, რომ სასამართლომ გაითვალისწინოს მისი პიროვნება, დამსახურება, წარსული. ასევე, გათავისუფლების შესახებ არა ელექტრონულ (ფურცელზე შედგენილ) პეტიციას 200-ზე მეტმა პირმა მოაწერა ხელი. ახლა  სააპელაციო სასამართლოსთვის ვაპირებთ ელექტრონული პეტიციის შედგენას. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ სასამართლომ შეცვალოს გადაწყვეტილება და ბეჟანი გაათავისუფლოს“ -  განაცხადა ირაკლი შავგულიძემ.

20-21 ივნისის მოვლენების ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენების შემთხვევებს კრიტიკულად ეხმაურება ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის“  ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია და არგუმენტებს ევროპული სასამართლოს სტანდარტებიდან და პრაქტიკიდან იხმობს: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ცალსახად მიუთითებს, რომ წინასწარი პატიმრობა აღმკვეთი ღონისძიების უკიდურესი ზომაა (a measure of last resort) და ინდივიდუალური გარემოებებით კარგად უნდა იყოს დასაბუთებული. დაუშვებელია, სასამართლოების მიერ ზოგადი და აბსტრაქტული არგუმენტებით წინასწარი პატიმრობის მისჯა. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე ან ისეთი ზოგადი ცნებები, როგორიცაა გამოძიებისთვის ხელის შეშლა ან მოწმეებზე ზემოქმედება ან მიმალვა არ და ვერ გამოდგება წინასწარი პატიმრობის საფუძვლად, თუ კონკრეტული ინდივიდუალური გარემოებებით არაა გამყარებული. საზღვარგარეთ ხშირი სიარული ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაცნობების წრის ყოლა არანაირად არ გამოდგება წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის ან მისჯის დასასაბუთებლად. ყველა აქციის მონაწილე, ვისაც ინდივიდუალური გარემოებების დასაბუთების გარეშე აღეკვეთა თავისუფლება, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ წინასწარი პატიმრობიდან გამოძიების მიმდინარეობის დროს. ასეთია სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტი და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ“ - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გოგია.

ბეჟან ლორთქიფანიძე 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იგი "გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას". 27 ივლის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატის მიერ დღეს შეტანილი საჩივრის შემდეგ, სააპელაციო ინსტანციამ მაქსიმუმ 72  საათში უნდა გადაწყვიტოს, დასაშვებია თუ არა საჩივარი და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სასამართლო პროცესი უნდა ჩანიშნოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^