Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს

02 აგვისტო, 2019 11:56

„რუსთავი 2"- ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც მან სასამართლოს შენობაში შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა ქვეყანაში, სადაც სამსიტყვიანი გინებისთვის ცხრა თვეს უსჯიან, ყველაფერია მოსალოდნელი და ელის, რომ მას დააკავებენ. 

„რასაც მკითხავენ იმაზე ვუპასუხებ, რაც მახსოვს თან, იმიტომ, რომ ლაპარაკია 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, რაც, როგორც იცით, ყველა კომპანიაში არის ფინანსური ხელმძღვანელობის საქმე. რაც მახსოვს, ყველაფერს ვიტყვი, ავხსნი, პრობლემა არა მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე, რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, იურისტი ვარ და, შემიძლია, რომ კვალი არ დავტოვო. თან ძალიან კარგი იურისტი ვარ, შეგახსენებთ და მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალს არ ვტოვებ.ამ ქვეყანაში, სადაც სამსიტყვიანი გინებისთვის ცხრა თვეს უსჯიან, ყველაფერია მოსალოდნელი. კუპრავას ჩემზე უფრო ნაკლები გინებისთვის შეუფარდეს, თან ცხრა თვე.​ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთაა.

„დიახ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა, საქართველოში არის ოლიგარქია. ეს საკითხი უკვე გარკვეული და გაცნობიერებულია არა მარტო ჩვენს მიერ, არამედ ჩვენი უცხოელი პარტნიორების და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების მიერაც. ეს ემსახურება იმას, რომ პირველი - მე ახალი ტელევიზია ვერ გავაკეთო, მაგრამ მაინც გავაკეთებ და მეორე - გააკოტრონ „რუსთავი 2“ და დამაბრალონ მე. დამაბრუნონ და კიდევ გავისტუმრებ ხელფასებს და ამ ტელეკომპანიას ვაცოცხლებ კიდევ 7 წელი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობს. 

მთავარმა პროკურატურამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზე გუშინ, 1 აგვისტოს დაიბარა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის  მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ნიკა გვარამია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^