Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IDFI მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

05 აგვისტო, 2019 17:18

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების მიზნით, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. კანდიდატთა სიაში ირიცხებიან ზურაბ აზნაურაშვილი და ლევან თევზაძე, რომლებთანაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საბჭოს წევრებს თამარ ონიანსა და ირაკლი შენგელიას ახლო კავშირი აქვთ. კერძოდ, ზურაბ აზნაურაშვილი თამარ ონიანის ქმრის ძმაა, ხოლო ლევან თევზაძე ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა. მიუხედავად აშკარა ინტერესთა შეუთავსებლობისა, საბჭოს წევრებმა წინასწარ არ განაცხადეს აღნიშნულის შესახებ და მონაწილეობა მიიღეს როგორც ფარულ კენჭისყრაში, ისე გასაუბრების პროცესში. მათი მხრიდან თვითაცილებაზე უარი, განმარტებულ იქნა ისე, რომ ხსენებულ კანდიდატებთან გასაუბრებაში მონაწილეობა არ ეწინააღმდეგებოდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, ვინაიდან კანონი ინტერესთა კონფლიქტის საკითხს არეგულირებს მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნის და არა ნომინირების პროცესში".

როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებაშია აღნიშნული, ინტერესთა კონფლიქტისა და შეუთავსებლობის აკრძალვის მიზანი თანამედროვე სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში სუბიექტივიზმისა და მიკერძოების მინიმუმამდე დაყვანაა.  იგივე მიდგომაა საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომელიც ერთი მხრივ, პირველი და სააპელაციო ინსტანციის და მეორე მხრივ, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის განსხვავებულ წესს ითვალისწინებს. ინტერესთა შეუთავსებლობის სულისკვეთება კარგ მმართველობას ემსახურება, რომელიც თავის მხრივ პირთა თანასწორუფლებიანობას და საჯარო სიკეთით თანაბარ სარგებლობას ეფუძნება.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის ახალი წესი, კონსტიტუციაში ცვლილებების ძალაში შესვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამოქმედდა. IDFI-ის განცხადებით, განხორციელებულ ცვლილებებამდე ვენეციის კომისიის დასკვნაში განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული მოსამართლეთა კანდიდატების ნომინირების პროცესში ინტერესთა შეუთავსებლობის ნაწილზე. „ვენეციის კომისიის მითითებით, ორგანულ კანონს უნდა გაეთვალისწინებინა იმგვარი შემთხვევები, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას. კომისია საბჭოს წევრის, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესიდან ჩამოშორებასთან ერთად, ემხრობოდა აგრეთვე კანონით ისეთი შემთხვევების გათვალისწინებას, როდესაც კანდიდატი საბჭოს წევრის მეუღლე, ახლო ნათესავია, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული საზოგადოების მხრიდან ნებისმიერი აღქმა იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს შესაძლოა ჰქონოდა სუბიექტივიზმი და მიკერძოება კანდიდატის შეფასების პროცესში".

ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების პროცესში სუბიექტივიზმის შემცირებისთვის, კანონპროექტის გადახედვისკენ კანონმდებლებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისიც მოუწოდებდა. „დასკვნაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ეპასუხა იმ საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციებისთვის, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს ეხება და ნებისმიერი ინტერესთა შეუთავსებლობის გამომწვევი მიზეზის არსებობისას, როგორიც შეიძლება იყოს კანდიდატის თანამშრომლობა იუსტიციის საბჭოს წევრთან და/ან სხვა საკითხები, საბჭოს წევრის მონაწილეობა ნომინირების პროცედურაში გამორიცხული უნდა ყოფილიყო“.

ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნებისა და მოწოდებების მიუხედავად, კანონმდებელმა ინტერესთა კონფლიქტის მხრივ, ცვლილებებში მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კონკურსში მონაწილეობის საკითხი დაარეგულირა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^