Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაპუნა უგრეხელიძემ, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, დავის პირველი რაუნდი მოიგო

09 აგვისტო, 2019 15:08

სასამართლომ საჯარო რეესტრის ყოფილ თანამშრომელს ეკა მესხიძეს, მისი იმჟამინდელი ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძეს მიმართ პატივისა და ღირსების შემლახველი ცრუ ბრალდებების უარყოფა დაავალა.

როგორც საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს დღეს, 9 აგვისტოს, სასამართლომ მისი 6 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ მისი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის პერიოდში არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია.

„ეკატერინე მესხიძეს დაევალა 5 ტელეკომპანიაში საჯაროდ უარყოს ერთი წლის წინ გაჟღერებული ცრუ, უსაფუძვლო და გამოგონილი ბრალდებები, ვითომდა სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელმაც შელახა ჩემი საქმიანი რეპუტაცია და რაც მთავარია, ჩრდილი მიაყენა მისივე ყოფილ კოლეგებს - საჯარო რეესტრის თანამშრომლებს.
ვფიქრობ, ამ ტიპის შანტაჟი, ცრუ, გამოგონილი ბრალდებები, ყოველთვის საჭიროებს სათანადო რეაგირებას, ვინაიდან ქალთა უფლებების დაცვას ამოფარებული ჯგუფები, ხშირად საშიშ ტენდენციას უყრიან საფუძველს, ყველა ქალისა და კაცის წინააღმდეგ. მათ არანაირი საერთო არ აქვთ უფლებების დაცვასთან და სულ სხვა მერკანტელური მიზნები ამოძრავებთ, მათ შორის პოლიტიკური აქცენტებით!“ - აცხადებს პაპუნა უგრეხელიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მარიკა დუმბაძე, რომელიც სასამართლოზე ეკა მესხიძის ინტერესებს იცავდა, ამტკიცებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ქმნის საფრთხეს, რომ მსხვერპლებმა სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საჯაროდ არ ისაუბრონ.

მისი განცხადებით, მსხვერპლის მიერ გავრცელებული ცნობების ნაწილი შეიცავდა აზრებსა და შეფასებებს, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. რაც შეეხება ფაქტებს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ეკა მესხიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მსხვერპლს მისი უარყოფა დაავალა.

„აღსანიშნავია, რომ სასამართლო არ განიხილავდა პაპუნა უგრეხელიძემ განახორციელა თუ არა სექსუალური შევიწროება. აღნიშნული გარემოება უკვე დადგენილია სახალხო დამცველის მიერ, რაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. კერძოდ, შევიწროება და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სახალხო დამცველმა 2017 წლის 03 მაისს დაადგინა. სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფამილიარული ტერმინოლოგიის გამოყენებას, მუქარის შემცველ სმს ტექსტებს და ა.შ. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთაგან მოპოვებული ინფორმაციისა და მოპასუხესთან გასაუბრებიდან გამოკვეთილი ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნია, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა, ერთი მხრივ სქესის ნიშნით შევიწროებას, რაც გამოიხატებოდა მსხვერპლის შეურაცხყოფასა და დამამცირებელ სამუშაო გარემოს შექმნაში, და მეორე მხრივ, ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროებაში“, - აცხადებს მარიკა დუმბაძე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე ყოფილა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ეკა მესხიძემ საჯარო განცხადებების პარალელურად, უფლებების დასაცავად ომბუდსმენსაც მიმართა. 2017 წლის 3 მაისს მიღებული დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა".  დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი საქმის გარემოებები და მოყვანილია უგრეხელიძესა და მის ყოფილ თანამშრომელ ქალს შორის მიმოწერა

ამ სკანდალის შემდეგ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. პაპუნა უგრეხელიძე ამ  გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ სრულყოფილად დაეცვა საკუთარი რეპუტაცია, ასევე  უხერხულობა აერიდებინა საჯარო რეესტრის უწყებისთვის.  "ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებები სახელით ხორციელდება - წერდა იგი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ოქტომბერი
14 ოქტომბერი

რა გახდა „ევროპელების“ და „ნაციონალების" ...

„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, სავარაუდოდ, ახალი დაპირისპირება დაიწყო.& ...
14 ოქტომბერი
14 ოქტომბერი

ბოლო მონაცემებით იაპონიაში ტაიფუნმა 42 ა ...

ტაიფუნი „ჰაგიბისი”, რომლის დიამეტრი 1,400 კილომეტრია, 4 ოქტომბერს ჩამოყალიბდა და იაპონიის კუნძულებს შაბათს, ...
14 ოქტომბერი
14 ოქტომბერი

რატომ უნდა მივსულიყავი პროკურატურაში? - ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში იმყოფებოდა.  „ჩ ...
^