Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ია კიწმარიშვილი „რუსთავი 2-ის" ქონების დაყადაღების მოთხოვნას აპირებს

12 აგვისტო, 2019 15:25

„რუსთავი 2- ის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა, შესაძლოა ტელეკომპანიის ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვოს. კიწმარიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანიის 30 პროცენტიანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი დღეს შეიტანა. ძირითადი დავის პარალელურად, მისი ადვოკატი სასარჩელო უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენებით ქიბარ ხალვაშის მიერ დაანონსებული წილების გასხვისების შეჩერებასაც შეეცდება. 

„მინდა თქვენი მეშვეობით მოვუწოდო პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან, რადგან ამ საქმეს ვაპირებ ბოლომდე მივყვე, იქნება ეს საქართველო თუ სტრასბურგი, მე ჩემს ამოცანას ბოლომდე შევასრულებ" - განაცხადა კიწმარიშვილმა.

როგორც კიწმარიშვილი ამბობს, „რუსთავი 2-ის" წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს ჯერ კიდევ 2009 წელს, მისმა მეუღლემ მიმართა, თუმცა, სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გამო სარჩელი არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, ახლა სხვა რეალობაა, რადგან ტელეკომპანიას ჰყავს ახალი მფლობელი და მას სრული უფლება აქვს წილზე დავა განაახლოს.

როგორც ცნობილია, მთავარ პროკურატურაში აღძრული საჩივრით, კუთვნილი წილის დაბრუნებას , „რუსთავი 2-ის“ კიდევ ორი დამფუძნებელი დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე მოითხოვენ​. როგორც ჯარჯი აქიმიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, მათი და ეროსი კიწმარიშვილის წილების გადაფორმება სხვა პერიოდში და სხვა ვითარებაში მოხდა, თუმცა მიაჩნია, რომ ია კიწმარიშვილს ქონების დასაბრუნებლად დავის უფლება აქვს.

დვალი-აქიმიძის ადვოკატი: „რუსთავი 2"-ის მყიდველი კეთილსინდისიერად ვერ ჩაითვლება

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ს ყიდის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^