Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ტვ პირველში" შსს-ს თანამშრომლები იმყოფებიან

13 აგვისტო, 2019 12:59

„ტვ პირველზე“ განხორციელებული კიბერშეტევის გამო ტელეკომპანია ამ დრომდე ვერ ახერხებს მაუწყებლობის სრულფასოვნად აღდგენას. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, საქმე აქვთ კარგად ორგანიზებულ დანაშაულთან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ღამის 05:00 საათზე ჰაკერებმა ტელევიზიის სერვერები გატეხეს და მთლიანად წაშალეს, როგორც ვიდეოარქივი, ასევე მაუწყებლობისთვის საჭირო პროგრამები. ტელეკომპანიის სპეციალისტები პრობლემასთან გამკლავებას და სერვერის ფუნქციონირების აღდგენას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.  

არხის ხელმძღვანელობამ მომხდარი ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. როგორც უწყებაში „ლიბერალს“ განუცხადეს, შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები უკვე ტელეკომპანიაში იმყოფებიან და ადგილზე მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა.

დღევანდელი კიბერშეტევა საზოგადოების ნაწილმა შეაფასა, როგორც თავისუფალ ტელევიზიაზე მიტანილი მორიგი შტურმი. ამ განწყობებს იმ ფაქტმაც შეუწყო ხელი, რომ „ტვ პირველის“ მფლობელის ვახტანგ წერეთლის მიმართ პროკურატურაში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იგი 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაიკითხა, სადაც ბრალდებულებად არიან, `თიბისი ბანკის" დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ვახტანგ წერეთელი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მასზე, როგორც დამოუკიდებელი ტელევიზიის მფლობელზე მანიპულირებას ცდილობს. 

არხის ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა - TV პირველი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^