Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მე დავამარცხე! ცხოვრება კიბოს დიგნოზის გარეშე

15 აგვისტო, 2019 16:20

„19 მარტი, 2018 წლის გაზაფხული - კიბოს დიაგნოზი სწორედ ამ დღეს დამისვეს... ორი დღე ხმა არ ამომიღია, დავდუმდი, თითქოს ამქვეყნად არც ვიყავი," - ასე იწყებს საკუთარი ამბის მოყოლას 31 წლის გიგა გოგიბერიძე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. როგორც თვითონ ამბობს, ექიმებმა მას მეორე სიცოცხლე აჩუქეს. 

„ვიცოდი, რომ კიბო მომაკვდინებელი დაავადება იყო და საკუთარ თავს მეც სიკვდილი ვუწინასწარმეტყველე. ექიმი საპირისპიროს მიხსნიდა, მაგრამ თითქოს არაფერი მესმოდა. ძალიან მეშინოდა. ოჯახის წევრების გამხნევების მიუხედავად, იმედს ვერსად ვხედავდი...“ - იხსენებს ახალგაზრდა მამაკაცი.

გიგას ჯანმრთელობის პრობლემები 2018 წლის იანვარში დაეწყო და 2 თვის განმავლობაში სხვადასხვა დიაგნოზით უშედეგოდ მკურნალობდა. მისი სიმპტომები ძლიერდებოდა. პაციენტს სიმსივნის დიაგნოზი ხათუნა ბიბიჩაძემ დაუსვა. მანვე შთააგონა ახალგაზრდა მამაკაცს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ებრძოლა და საკუთარ თავში ძალა გამოენახა. 

„ემოციურად საკმაოდ რთული მდგომარეობა მქონდა, თუმცა გვერდით მედგნენ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და ექიმები. სიკვდილ-სიცოცხლის რისკის წინაშე ვიდექი, მაგრამ შევძელი და თავს ვაიძულე, არ დავცემულიყავი. დღეს ვარ ადამიანი, რომელმაც ფარ-ხმალი არ დაყარა და სიმსივნე დაამარცხა. სიცოცხლე მინდოდა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ როგორც მე, ასევე - ჩემმა ექიმებმაც,“- იხსენებს გიგა გოგიბერიძე.

„პარასკევი საღამო იყო. სამუშაო საათები იწურებოდა, როდესაც გიგა კლინიკაში მოვიდა. სუნთქვის მკვეთრად გამოხატული უკმარისობა ჰქონდა. ფაქტობრივად, იხრჩობოდა. შუასაყრის უზარმაზარი წარმონაქმნი დაუფიქსირდა, რომელიც სასუნთქ გზებზე ზეწოლას იწვევდა. სუნთქვის უკმარისობის შესამცირებლად კორტიკოსტეროიდის მაღალი დოზით ვმკურნალობდით და, პარალელურად, ბიოფსიის პასუხს ველოდით. გიგას შუასაყრის ლიმფომა დაუდგინდა,“ - განმარტავს გიგას მკურნალი ექიმი, ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური ონკო-ჰემატოლოგი.
ონკოლოგიის ცენტრის ექიმი, აკაკი ჩიხლაძე კი გვიყვება, რომ ახალგაზრდა ასაკის ონკო-პაციენტის ნახვა კლინიკაში მისთვის მუდამ გამძაფრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. „კითხულობ კვლევებს, დიაგნოზს და ფიქრობ, რამდენად შეძლებ მის დახმარებას. გამონაკლისი არც  გიგა გოგიბერიძე იყო. მისი დიაგნოზი დიფუზური დიდუჯრედული B უჯრედოვანი ლიმფომა გახლდათ. მას მკურნალობის პირველ ეტაპზე ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. დადებითი დინამიკის გამოვლენის შემდეგ კი მკურნალობა სხივური თერაპიით გაუგრძელდა.
ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - განმარტავს ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის რადიაციული ონკოლოგი, აკაკი ჩიხლაძე.

გიგამ ამ დროისთვის ბოლო შემოწმებაც გაიარა. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი იმაზე უკეთაა, ვიდრე ელოდნენ. პაციენტმა უარით უპასუხა შემოთავაზებას სტამბოლსა და საფრანგეთში მკურნლობის კურსის გაგრძელების შესახებ. ახლა სიამაყით აღნიშნავს, რომ საკუთარი ქალაქისა და ქუთაისელი ექიმებისადმი ნდობა მისი საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^