Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBE[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა შერჩევას „ფასადურ“ პროცესად აფასებენ

16 აგვისტო, 2019 14:43

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, რომელიც გუშინ, 15 აგვისტოს დასრულდა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა ერთგვარი პერფომანსით შეაჯამეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ბრიფინგი, სიმბოლურად, უზენაესი სასამართლოს ფასადის გამოსახულების ფონზე იმის ნიშნად გამართეს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმები, ისევე როგორც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - მოსამართლეთა შერჩევა ფასადურად მიმდინარეობს და ამ პროცესს დემოკრატიასთან საერთო არაფერი გააჩნია.

„დღეს ვხედავთ ფასადურ მართლმსაჯულებას, ფასადურ სამართალდამცავ ორგანოებს, ფასადურ დემოკრატიას, ფასადურ სახელმწიფო მართვას. ჩვენ წინაშეა ვითომ სასამართლო, ვითომ პარლამენტი, ვითომ პრემიერი, ვითომ პროკურატურა. მე და ნაზი ჯანეზაშვილი შიშველი ხელებით ვიბრძოდით და ვიბრძვით, რომ გაგვეშიშვლებინა ეს ფასადი და გვენახებინა, რომ სინამდვილეში საქმე არ გვაქვს სამართლიან სასამართლოსთან და სამართლიან მართლმსაჯულებასთან“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სისტემაში ავტორიტარული მმართველობაა, ამ პროცესმა კოსმეტიკური დანიშნულების მინიმალური სტანდარტიც კი ვერ დააკმაყოფილა. „გასაუბრების პროცესი ჯგუფური შეტევების ფონზე მიმდინარეობდა. ისინი ეცადნენ, რომ კონკურსის მეშვეობით შეექმნათ დემოკრატიული იმიჯი, მაგრამ გასაუბრების პროცესმა ცხადყო, რომ რეალურად, სისტემაში ანტიდემოკრატიული ტენდენციებია. ვერც ერთმა მოქმედმა მოსამართლემ, რომელიც კონკურსში იღებდა მონაწილეობას, ვერ გაბედა ეთქვა სიმართლე, რომ სისტემაში ერთი ადამიანის მმართველობაა და მას ჰქვია ჩინჩალაძე, რომელსაც მხარს უჭერს ლევან მურუსიძე“ - აცხადებს ჯანეზაშვილი და პირობას დებს, რომ სისტემაში ავტორიტარული მმართველობის დასრულებისთვის ბრძოლას გაგრძელდება.

ამ კრიტიკული შეფასებების შემდეგ ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა  სასამართლოს ბანერი დემონსტრაციულად გვერდით გადაწიეს, რითაც სიმბოლურად მიანიშნეს, რომ სისტემაში დამკვიდრებულ ფასადურობასთან შეგუებას არ აპირებენ და ბრძოლის მორიგ რაუნდსაც გეგმავენ, როდესაც იუსტიციის საბჭოს შერჩეული კანდიდატები უკვე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. „ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო ვერ ვიქნებით და გვჭირდება თქვენი, მედიისა და ხალხის მიერ გაცნობიერება, რომ ეს სახელმწიფო, სასამართლო, ქვეყანა ჩვენია და მხოლოდ ერთად შევძლებთ, ეს ფასადი გავწიოთ გვერდზე და შევქმნათ ისეთი ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ყველას გაგვიხარდება ცხოვრება“ - განაცხადა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 50 კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 2019 წლის 17 ივლისიდან დაიწყო და 15 აგვისტოს დაასრულა. ამჯერად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფარული კენჭისყრით უნდა გამოავლინოს და პარლამენტს დასამტკიცებლად გაუგზავნოს 20 კანდიდატი, რომლებიც, კანონმდებელთა მხარდაჭერის შემთხვევაში, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლის მანტიას უვადოდ მოირგებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტების სასამართლო მძიმე დარღვევ ...

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულვებელყოფდ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ზვიად ძიძიგური ახალი ფრაქციისთვის კონსერ ...

„კონსერვატიული პარტიის“ პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტებმა ბოქლომი სასამართლოშიც მი ...

ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები „ბოქლომის დადების“ პერფომანსის მოსაწყობ ...
^