Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელები საჯარო რეესტრის წინააღმდეგ

20 აგვისტო, 2019 15:55

ლევან და გიორგი ყარამანიშვილები იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივიან. „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები უწყების იმ გადაწყვეტილებას მიიჩნევენ უკანონოდ, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის წილები ქიბარ ხალვაშს ფორსირებულად, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გადაუფორმეს. 

ყარამანაშვილების ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის არგუმენტაციით, საჯარო რეესტრმა იგნორირება გაუწია იმ ფაქტს, რომ მათ მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, შესაძლოა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს: „ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მერე ხელახლა უნდა იქნეს განხილული საქართველოში სასამართლო დავა. ეს დროსთან არის დაკავშირებული და ამ პერიოდში „რუსთავი 2“ შეიძლება აღარ არსებობდეს და ზუსტად ამიტომ არ უნდა მოეხდინა მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის განხორციელება,“- განმარტა საძაგლიშვილმა.

ადვოკატი, „რუსთავი 2-ის“ პოტენციური მყიდველებისადმი ყარამანიშვილების მოწოდებასაც ავრცელებს: „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქიბარ ხალვაშის მიერ ორგანიზებული ე.წ. საჯარო აუქციონი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ყოფილი დამფუძნებლები „რუსთავი2“-ის მოუწოდებენ ნებისმიერ პირს, არ შეიძინონ „რუსთავი 2“-ის ქონება, წილები, იმიტომ, რომ ისინი აგრძელებენ დავას სასამართლოში და აუცილებლად დადგინდება მომავალში ის გარემოება, რომ რეალურად ქიბარ ხალვაში არ არის „რუსთავი2“-ის კანონიერი მესაკუთრე,“- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ამასთან ადვოკატი ასევე არ გამორიცხავს, რომ ხალვაშმა სამაუწყებლო კომპანია გააკოტროს.

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ სასამართლო დავაში ტელეკომპანია, სავარაუდოდ, მესამე პირის სტატუსით ჩაერთვება და მასალების გაცნობის შემდეგ შეექმნება წარმოდგენა რის საფუძველზე დაობენ ყოფილი მფლობელები. „დღეს მიგვაჩნია, რომ ყარამანიშვილებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ ედავონ იუსტიციის სამინისტროს იმაზე თუ რატომ აღასრულა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ესე ჩქარა. გადაწყვეტილება აღსრულდა იმ წესით და იმ ვადებში როგორც კანონი მოითხოვს,“ განაცხადა სალიამ. 

ტელეკომპანიის წილების გადაფორმების კანონიერებასთან დაკავშირებით, პოზიცია იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ 18 ივლისს, სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას დააფიქსირა. თეა წულუკიანის განცხადებით, თავად ქიბარ ხალვაშის გადასაწყვეტი იყო, თუ როდის გადაიფორმებდა ტელეკომპანიის წილებს, რომელიც მას საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ მიაკუთვნა. წულუკიანი იმ პუნქტზე აპელირებდა, რომლის  მიხედვით  ევროპულმა სასამართლომ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი გააუქმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

სასამართლო ოქრუაშვილს ნახევარმილიონიან გ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქ ...
^