Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2-ის" გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამუშაოდ ყოფილი დირექტორი იწვევს

20 აგვისტო, 2019 16:05

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

ტელეკომპანიის დირექტორის, პაატა სალიას, განცხადებით არხზე აღარ იმუშავებენ ის სახეები, რომლებიც კონფლიქტში არიან არხის მფლობელის ინტერესებთან. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკვე ეცნობა საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს. რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილს და ეკა კვესიტაძეს, დირექტორის გადაწყვეტილებით, არხს ოფიციალურად შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ დატოვებენ.

პაატა სალიას შეუძლებლად მიაჩნია საქმიანი ურთიერთობა გაგრძელება იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არხის ახალ მენეჯმენტთან ბრძოლის რეჟიმში არიან. მისი ინფორმაციით გარკვეული თანამშრომლების მიმართ მზადდება სამოქალაქო სარჩელი, ტელეკომპანიისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში თანამონაწილეობის გამო.

„ნოდარ მელაძესთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს სხვა ინტერესიც, რის გამოც შესაძლოა დაზარალდეს „რუსთავი 2". ეკა კვესიტაძემ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ის აკეთებს ახალ არხს ნიკა გვარამიასთან ერთად და მთელი მისი გუნდი მუშაობს ამაზე. შესაბამისად, ვსვამ შეკითხვას, როგორ შეიძლება, რომ ეკა კვესიტაძე ერთდროულად მუშაობდეს „რუსთავი 2"-შიც და „მთავარ არხზეც“?.. რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, მას აქვს განცხადება გაკეთებული, რომ მას სურს მესაკუთრის შეცვლა. ასეთ ვითარებაში თანამოაზრეობა და ერთი საქმის კეთება, როგორ წარმოგიდგენიათ? ეს არის წმინდა წყლის ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს, მის მესაკუთრეს, იყოს მასთან დასაქმებული“, - აცხადებს პაატა სალია.

ამასთან, პაატა სალია თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ არხმა სიმშვიდე, ხოლო „კურიერმა“ არსებული სიმწვავე შეინარჩუნოს.

„მე არ მჯერა, რომ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს რამის გარანტი. თქვენი პროფესიონალიზმის, თქვენი დამოუკიდებლობის და სიტყვის თავისუფლების გარანტი ხართ თქვენ თვითონ. თუ თქვენ რამე ეტაპზე ჩათვლით, რომ ვინმე გავწიროვებთ, ვინმე დავალებას გაძლევთ, თქვენ ვერავინ დაგასწრებთ კამერასთან მისვლას და ამის ღიად დაფიქსირებას. ამ ეტაპზე ჩვენი თხოვნაა, რომ არხმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, „კურიერმა“ შეინარჩუნოს ის სიმწვავე, რაც აქვს და ვიყოთ უფრო მეტად კრიტიკულები, ოღონდ როცა მეტ კრიტიკულობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ კრიტიკა უნდა იყოს უფრო მეტად დასაბუთებული,“ - განაცხადა სალიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორს ნოდარ მელაძის შემცვლელთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ საინფორმაციო უფროსის კანდიდატურასთან შორის განიხილება „კურიერის“ ყოფილი ჟურნალისტი ნინო შუბლაძეც.

„რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთა ნოდარ მელაძემ, რომელმაც  ყოველივე იმ ფაქტით ახსნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა  არაფორმალურად შემოთავაზებულ გარიგებას არ დასთანხმდა.  

მისი თქმით, ტელეკომპანიის წილების ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადაფორმებიდან 2 კვირაში, მას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც პოსტის შენარჩუნების სანაცვლოდ ტელევიზიაში ტემპერატურისა და კრიტიკულობის ხარისხის შემცირების პირობა შესთავაზა.

„მისი პოზიცია იყო, რომ „რუსთავი 2“-სგან „იმედის“ გაკეთება არ უნდათ და კრიტიკის რაღაც დოზა „კურიერში“ დარჩება. მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გავაგრძელებდი მუშაობას „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად, უბრალოდ მათთვის უნდა მიმეცა საკომუნიკაციო არხი. ეს ადამიანი არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს სახელისუფლებო მედიას მართავს. იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ჩემთან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ექნებოდა და კონკრეტული თემატიკა ამ ადამიანთან კონსულტაციის მიხედვით უნდა დამეგეგმა... მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, იმიტომ, რომ ის თავად ებრძვის ბიუჯეტის ქურდებს, თუმცა იყო რაღაც თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით,“ - განაცხადა ნოდარ მელაძემ და დასძინა რომ, აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რადგან  სახელისუფლებო მედიაში მუშაობას აღარასდროს აპირებს.

„რუსთავი 2-ში“ განხორციელებულ საკადრო გადაწყვეტილებებს „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახური მის მიერ დაფუძნებულ „მთავარ არხზე“ შესთავაზა: „გამჩუმებელი - რჩება. დამრჩენი - ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით “მთავარ არხზე”, - წერს ნიკა გვარამია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^