Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავის 2" „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა

21 აგვისტო, 2019 19:47

„რუსთავი 2“ „კურიერის“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. ამის შესახებ მათ განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეზოში გააკეთეს.

ჟურნალისტების თქმით, მათ დღეს არხის გენერალური დირექტორი, პაატა სალია, შეხვდათ და დარჩენა შესთავაზათ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ  სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობაზე გარანტიები ვერ მიიღეს, წასვლა გადაწყვიტეს. 

„დღეს დადგა დღე ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ვეღარ ვიტყვი, რომ „რუსთავი 2“ ჩემია, „რუსთავი 2“ ჩვენ წაგვართვეს და „რუსთავი 2“ ჩვენი სახლი აღარ არის. დღევანდელი დღე ისეთივე მძიმეა ჩემთვის, როგორი მძიმეც იყო გუგუტიანთკარის მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ზოლს მიღმა თავად შლიდნენ საკუთარ სახლებს და ტოვებდნენ თავიანთ საცხოვრებელს.13 წელი გავატარე „რუსთავი 2“-ში, ამაყი ვარ ყველა წლით“, - განაცხადა ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ.

„თითქმის 14 წელი გავატარე „რუსთავი 2“-ში. ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს ეს ტელევიზია. დღევანდელ დღემდე ასე იყო და მე დღეს მივიღე ალბათ ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ოკუპირებული „რუსთავი 2“. ამ ყველაფერში ამ ჩვენს გადაწყვეტილებაში დამნაშავე არის ერთადერთი ადამიანი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. მოვლენ ალბათ სხვები ჩვენს ადგილზე და გააკეთებენ ახალ „კურიერს“, - განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.

გუშინ, 20 აგვისტოს, ტელეკომპანიის დირექტორის, პაატა სალიას სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ  „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდენ.

დღეს, ეთერში „კურიერის“ არც ერთი გამოშვება არ გასულა.   

კრიზისი „რუსთავი 2“-ში - ტელევიზიას ჟურნალისტები ტოვებენ 

„რუსთავი 2-ის" გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამუშაოდ ყოფილი დირექტორი იწვევს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^