Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვახტანგ წერეთელი მამის გირაოს სანაცვლოდ ბანკში „ტვ პირველის“ შენობის ჩადებას აპირებს

27 აგვისტო, 2019 17:32

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სასამართლოს განჩინებით, ბიზნესმენს ასევე ეკისრება ვალდებულება, რომ საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრები არ დატოვოს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ავთანდილ წერეთელი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მოსამართლემ წინასწარ დაწერილი ტექსტი წაიკითხა. მას დასახელებული თანხა არ გააჩნია და შესაბამისად არაფრის გადახდას აპირებს.

ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას „ძვირფასი ადამიანის ბედით ვაჭრობას" ადარებს მისი ვაჟი, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი და აცხადებს, რომ მამის დასახსნელად ტელევიზიის შენობის ბანკში ჩადება მოუწევს.

პროკურატურის ვერსიით, 2008 წელს ,,თიბისი ბანკმა“ ბიზნესმენ ავთანდილ  წერეთლის კომპანიებზე ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 16 664 000 აშშ დოლარი, რომელიც შემდეგ უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. გამოძიება ამ ტრანზაქციას წერეთლის მხრიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების კვალიფიკაციას აძლევს და მიიჩნევს, რომ საამისოდ მამხილებელი მასალები მოეპოვება. "ავთანდილ წერეთლის მიმართ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რომელთა საშუალებითაც საბოლოო ჯამში მოხდა ამ თანხების თაღლითურად დაუფლება. ასევე არის "თიბისი ბანკის" თანამშრომლების ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, საბანკო ამონაწერები, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი", - აცხადებს საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილი.

თავად ავთანდილ წერეთელი კი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. როგორც მან სასამართლო დარბაზში შესვლამდე განაცხადა, მეგობრებს გარკვეული თანხა ასესხა, ხოლო რა ტრანზაქცია განახორციელეს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, ეს მას არ ეხება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბრალდების საქმეში ფიგურირებენ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომელთაც  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  700 000-700 000ლარიანი გირაო და გამოძიების თანხმობის გარეშე საზღვრის კვეთის აკრძალვა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^