Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩორჩანაში საგუშაგო რჩება, მოლაპარაკება მომავალ კვირაში გაგრძელდება - ქართული მხარე

30 აგვისტო, 2019 17:18

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების გამო, ქართულ მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის გამართული სპეციალური ტექნიკური შეხვედრა დასრულდა.

„მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის ძალიან სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც შევუდგებით დღეიდანვე", - ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალურ მთავრობას და დე ფაქტო ხელისუფლებას აქვთ დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები თუმცა, „მოცემულ მომენტში, საგუშაგო თავის ადგილას რჩება“.

კახა ქემოკლიძის თქმით, შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, ამჯერად სოფელ ერგნეთში. 

გუშინ, 29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა, 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგოს აღება. 

ამ დროისთვის სოფელ ჩორჩანაში სიმშვიდეა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^