Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ წნელისთან საგუშაგოს განთავსებას გეგმავს

30 აგვისტო, 2019 17:52

„სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება - ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი", - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა

„ტექნიკური შეხვედრა დასრულდა, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის განთავსება, რომ ხალხმა ამ სოფელში თავი დაცულად იგრძნოს“, - განაცხადა ბიბილოვმა, რომელიც მოლაპარაკების ადგილზე ჩავიდა და სოფელ წნელში მოსახლეობას შეხვდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების გამო, ქართულ მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის გამართული სპეციალური ტექნიკური შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის თქმით, საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალურ მთავრობას და დე ფაქტო ხელისუფლებას აქვთ დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები თუმცა, „მოცემულ მომენტში, საგუშაგო თავის ადგილას რჩება“.

ჩორჩანაში საგუშაგო რჩება, მოლაპარაკება მომავალ კვირაში გაგრძელდება - ქართული მხარე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^