Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიას აქვეყნებს

04 სექტემბერი, 2019 17:50

2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა ფარული კენჭისყრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით. კენჭისყრის ბიულეტინში შეტანილი იყო 48 კანდიდატი, რომელთაგან შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავიდა 20 კანდიდატი.

კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრი.

შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია: (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება)

1. ალანია თამარ

2. გაბინაშვილი მერაბ

3. გეწაძე შოთა

4. ერემაძე მირანდა

5. ვასაძე მამუკა

6. ვაჩაძე მაია

7. ზამბახიძე თამარ

8. თადუმაძე შალვა

9. თავაძე ზაზა

10. კაკაბაძე ვლადიმერ

11. მიქაბერიძე ლევან

12. მიქაუტაძე გიორგი

13. სილაგაძე პაატა

14. სხირტლაძე ნუგზარ

15. ფაფიაშვილი ლალი

16. ქადაგიძე ნინო

17. ქოჩიაშვილი ლაშა

18. ცინცაძე ქეთევან

19. წულაძე ალექსანდრე

20. ჯეირანაშვილი გოჩა

იუსტიციის უმაღლეს საბჭომ გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე 50 კანდიდატთან პარლამენტში წარსადგენად 20 კანდიდატი უნდა შეარჩიოს. კანდიდატთა სიიდან საკუთარი ინიციატივით გამოეთიშა მოსამართლე ლევან თევზაძე, რომელმაც მიზეზად საბჭოს ზოგიერთი არამოსამართლე წევრთა მხრიდან „მიზანმიმართული დისკრედიტაციის“ მცდელობა დაასახელა. მისი თქმით, საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს საბჭოს წევრ ირაკლი შენგელიასთან მისი ნათესაური კავშირი აცილების საფუძველს წარმოადგენდა.

„მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ და მაქვს ლეგიტიმური უფლება, მონაწილეობას ვიღებდე კონკურსში, თუმცა მხედველობაში მივიღე მიმდინარე პროცესის მნიშვნელობა სასამართლო სისტემისთვის და მიზანშეწონილად მივიჩნიე, მიმემართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, რათა ჩრდილი არ მიადგეს ამ ისტორიულ პროცესს” - განაცხადა ლევან თევზაძემ.

მოსამართლე გულისხმობდა საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს, როდესაც იგი აცხადებდა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრი ირაკლი შენგელია მისი ცოლისძმის - ლევან თევზაძის შერჩევის პროცესში კანონის დარღვევით მონაწილეობდა. 

„შეწყდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი"

კენჭისყრის დაწყებამდე ლევან თევზაძის განცხადებას გამოეხმაურა ნაზი ჯანეზაშვილი, რომელმაც დისკრედიტაციის მცდელობა გამორიცხა. მისი თქმით, მოსამართლეებისათვის არ უნდა უწევდეთ იმ ელემენტარული სტანდარტის ახსნა, რომ  კონკურსში, შემფასებლად და შესაფასებელ პირად ახლო ნათესავები არ უნდა მონაწილეობდნენ, რადგან ეს ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს. მან თევზაძის გადაწყვეტილების განსხვავებული მოტივის შესაძლებლობა დაუშვა: „აგვისტოში გამართულ საბჭოს სხდომაზე ირაკლი  შენგელიამ ჩემთან დაპირისპირების დროს გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც მიანიშნებდა, რომ სავარაუოდ, მიხეილ ჩინჩალაძეს პარლამენტზე აქვს დიდი გავლენა. როგორც ჩანს მას პარლამენტის იმიჯისთვის დამაზარალებელი განცხადებისთვის აგებინეს პასუხი და მისი ახლო ნათესავი ლევან თევზაძე ამიტომაც გამოთიშეს კენჭისყრის პროცესიდან.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, კანდიდატთა შორის არის რამოდენიმე ღირსეული კანდიდატი, თუმცა  50-კაციანი სიიდან 20-ის არჩევა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას იმსახურებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაუჭირდება.

„იმედი მაქვს, პარლამენტი იფიქრებს იმაზე, რომ ხალხს არ სჭირდება კლანების სასამართლო, არ სჭირდება სასამართლო, სადაც ან თავმჯდომარეა გიორგი მიქაუტაძე, რომელიც უამრავი კითხვებია, ან მოსამართლე თამარ ალანია, ან ტყავაძე, ან გაბინაშვილი, ან გეწაძე, ან ისეთი ხალხი, რომლებიც ჩინჩალაძესთან პირდაპირ დაკავშირებული პირები არიან. ჩემი აზრით საქართველოს პარლამენტს უნდა აწუხებდეს, რომ ხალხის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება და არა ჩინჩალაძის" - აცხადებს ჯანეზაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^