Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეთა კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, რომ სისტემა დახურულია

05 სექტემბერი, 2019 8:49

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე, პარლამენტში განსახილელად წარსადგენი 20 კანდიდატიდან 16 მოქმედი მოსამართლეა. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდომარე ზაზა თავაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე. უმაღლესი ინსტანციის მოსამართლის მანტიის მოსაპოვებლად დეპუტატების მხარდაჭერის იმიდი აქვთ გენერალურ პროკურის შალვა თადუმაძეს და მისი მოადგილეს მამუკა ვასაძეს. კანდიდატთა შორის ვერ მოხდა ვერც ერთი ადვოკატი. 

საბოლოოდ გადაწყდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული  კანდიდატები იქნებიან (თანმიმდევრობა დალაგებულია მიღებული ხმების მიხედვით):

1. თამარ  ალანია -  2006 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2017 წლიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2.  მერაბ გაბინაშვილი  -   2012 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2017 წლიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ. 2019 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

3. შოთა გეწაძე - 2015 წლის დეკემბრიდან დღემდე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 2011 - 2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

4. ერემაძე მირანდა - 2006 წლის 29 აგვისტოს დაინიშნა ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 2016 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 2017 წლის ოქტომბრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ.

5. მამუკა ვასაძე  - 2018 წლის დეკემბრიდან იკავებდა მთავარი პროკურორის პირველი  მოადგილის პოსტს.

6. მაია ვაჩაძე - 1995-1998 წლებში თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციული მოსამართლე. 1999 წლის 20 ივლისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

7. ზამბახიძე თამარ - 2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2007 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

8. თადუმაძე შალვა - 2012-2018 წლებში ეკავა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა. 2018 წლის ივლისამდე მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის ივლისიდან საქართველოს გენერალური პროკურორია.

9. თავაძე ზაზა - 2008-2010 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2010 წლის 30 მარტიდან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, 2016 წლის 20 ოქტომბრიდან  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

10. ვლადიმერ კაკაბაძე - 2006-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ივლისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ.

11. ლევან მიქაბერიძე - 2013-2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ივლისიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ.

12. გიორგი მიქაუტაძე - 2012 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2015 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2016 წლის მარტიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ. 2017 წლის 24 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.

13. პაატა სილაგაძე - 2006-2008 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავჯდომარე. 2008 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი. 2013 წლის 9 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

14. ნუგზარ სხირტლაძე - 1999 წლის 20 ივლისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2009 წლის 20 ივლისიდან განმეორებითი ვადით არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

15. ფაფიაშვილი ლალი - 2007 წლის 28 დეკემბერს  საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. 2016  წლის  2 ნოემბერს არჩეულ იქნა   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.

16. ნინო ქადაგიძე  -  2000-2002 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 2013 წლის ივნისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

17. ქოჩიაშვილი ლაშა - 2007 წელს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. 2008-2009 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. 2009-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2017 წლის 11 მაისს  დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ

18. ქეთევან ცინცაძე  - 2017 წლის ნოემბრიდან მუშობს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე.

19. ალექსანდრე წულაძე - 2014-2015 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. 2015-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

20. გოჩა ჯეირანაშვილი - 2019 წლის 13 მარტიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 2018 წლის 18 იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ გასაუბრების პროცესი გამჭირვეალედ და კანონის დაცვით წარიმართა. იგი იმედოვნებს, საბჭოს მიერ შერჩეულმა კანდიდატებმა, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დონის გათვალისწინებით, პარლამენტშიც ისეთივე მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ, როგორიც იუსტიციის საბჭოს წევრთა მხრიდან მოიპოვეს.

როგორც  „ლიბერალს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა  განუცხადა, სიაში ვერ მოხვდა მისი მხარდაჭერილი ვერც ერთი კანდიდატი. მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა სიაში 15 კანდიდატის ხილვა, რომელთა მიმართ საბჭოს წევრები გასაუბრების დროს კეთილგანწყობას არ მალავდნენ.

მისი თქმით,  გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია, პაატა ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის დეკემბერში პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატთა შორისაც იყვნენ, რომლებმას იმ პერიოდში კანონმდებელთა ერთსულოვანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, თუმცა საგულისხმოდ ეჩვენა ახალ სიაში რამდენიმე კანდიდატის ხილვა.  „სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი გოჩა ჯეირანაშვილის ვლადიმერ კაკაბაძისა და მირანდა ერემაძის დასახელებას, რომლებიც გასაუბრებაზე დიდი კვალიფიკაციით არ გამოირჩეოდნენ. ჩემი აზრით ეს კანდიდატურები პარლამენტში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, შესაბამისად ზოგიერთი კანდიდატურის ჩაგდებით შექმნან ილუზიას, თითქოს ჯანსაღი პროცესი მიდის".

არამოსამართლე  წევრის განცხადებით, კენჭისყრის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სისტემა ჩაკეტილია გარედან მოსული კადრისთვის: „მთავარი პრობლემა ის არის, რომ კანდიდატთა შორის უმრავლესობა მოსამართლეა. სტანდარტის მიხედვით კანდიდატთა სპექტრი მრავალფეროვანი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ მათ შორის ვერ მოხვდა ვერც ერთი ადვოკატი და აკადემიური წრეების წარმომადგენელი რაც აჩვენებს, რომ სისტემა დახურულია გარედან მოსული კადრისთვის" აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^