Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია" წელს მესამედ გაიცემა

06 სექტემბერი, 2019 10:42

„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდო - „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია - საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ წელს მესამედ გაიცემა. ეს არის ჯილდო, რომელიც მოიცავს 2 საპრიზო ნომინალს - ილია ჭავჭავაძის ბრინჯაოს სკულპტურას (შექმნილი ექსკლუზიურად ამ ჯილდოსათვის. მოქანდაკე გია ჯაფარიძე) და ოფიციალურ დამადასტურებელ ფოკუმენტს - დიპლომს. იგი გადაეცემა ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეროვნული, სახელწმიფოებრივი, დემოკრატიული, ჰუმანისტური იდეების დამკვიდრების ხელშეწყობაში, სამოქალაქო საზოგადოების მენტალური გაჯანსაღების და ცნობიერების ამაღლების საქმეში.

პრემიის მისანიჭებლად და პრეტენდენტის გამოსავლენად მუშაობს „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები სარეკომენდაციო საბჭო, ის ხმათა უმრავლესობით ირჩევს წლის ლაურეატს და სხვადასხვა სფეროს მაღალი სანდოობის 9 წევრისაგან შედგება. ესენი არიან: კონსტანტინე გამსახურდია /დიპლომატი,პოლიტიკოსი/, დეკანოზი გიორგი წეროძე /თეოლოგი,ფილოსოფოსი/, ლია სტურუა /პოეტი/, დიმიტრი შველიძე /ისტორიკოსი,მკვლევარი/, ბაღათერ არაბული /პოეტი,გამომცემელი/, ივანე ამირხანაშვილი /ლიტერატორი,კრიტიკოსი/, ნინო სადღობელაშვილი /პოეტი,დრამატურგი/, ნინო ზაუტაშვილი /ჟურნალისტი,ტელეწამყვანი/, გიორგი სავანელი /რეჟისორი, საზოგადოებრივი აქტივისტი/.

პრემია, ილია ჭავჭავაძის 180-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, 2017 წელს დაარსდა და ორჯერ გაიცა. პირველ წელს დაჯილდოვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ხოლო 2018 წელს - მწერალი და საზოგადო მოღვაწე როსტომ ჩხეიძე.

პრემიის დაწესების მიზანია: საზოგადოებრივი ინიციატივების პრიორიტეტულობის და მათდამი ინტერესის სტიმულირება; საზოგადოების გამორჩეული ღვაწლის მქონე წარმოამდგენელთა/ორგანიზაციათა პოპულარიზაცია, წახალისება და სტიმულის მინიჭება; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მოტივაციის ამაღლება; ილია ჭავჭავაძის ფიგურის აქცენტირება დღევანდელ/თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის - საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ დაჯილდოების მესამე ცერემონია წელს, საჯაროდ, 12 სექტემბერს, 15 საათზე, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შედგება, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ - ფარგლებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^