Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიღმის ტყე-პარკის დასაცავად ხვალ აქცია გაიმართება

06 სექტემბერი, 2019 16:37

ხვალ, 7 სექტემბერს, 17 საათზე დიღმის ტყე-პარკში საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ცნობით, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, „კია მოტორსის“ ეზოში სამშენებლო ტექნიკაა შეყვანილი, სადაც მალე, მშენებლობა დაიწყება. 

აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მოთხოვნებია:

1. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ, სასამართლო დავების დასრულებამდე, შეჩერდეს მშენებლობის ნებართვის და მასში ხარვეზების გასწორების შესახებ ბრძანების მოქმედება.

2. გაიმართოს საკითხის საჯარო განხილვები ექსპერტებისა და სპეციალისტების ჩართულობით.

3. განხილვების დასრულების შემდეგ გაუქმდეს ტერიტორიაზე გაცებული გაპი (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები), მშენებლობის ნებართვა და დაიწყოს მოლაპარაკება მიწის მესაკუთრესთან აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვის ან ადგილმონაცვლეობის შესახებ.  

„ამ დროს კი მერია ცალსახად კერძო ინტერესების დაცვას აგრძელებს, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის ხმა მოესმინა და გაეთვალისწინებინა. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ დიღმის ტყის მორიგი ელიტური რესტორნის უკანა ეზოდ გადაქცევას. ამიტომ, ჩვენ, „ახალგაზრდა მწვანეები”; „დავიცვათ დიღმის ტყე” და „ვინ’მე” ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვგეგმავთ საპროტესტო აქციას. შაბათს, 17:00-ზე, კია მოტორსის შენობასთან. საპროტესტო აქციამდე, პარასკევს, 8 საათიდან, ახალგაზრდა მწვანეები და სხვა მოხალისეები კარვებით დავიკავებთ ტერიტორიას. ჩვენ გვჯერა რომ, რომ სოლიდარობითა და ერთიანობით გავიმარჯვებთ კერძო ბიზნესინტერესზე და დიღმის ტყე დარჩება საჯარო სივრცედ!", - წერია განცხადებაში რომელსაც ორგანიზატორები ავრცელებენ. 

დიღმის ტყე-პარკი კვლავ დასაცავია!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^