Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დოიჩე ველე" გიორგი გახარიას პრორუსულობაზე მიანიშნებს

09 სექტემბერი, 2019 15:48

გერმანული საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებელი „დოიჩე ველე" საქართველოს პარლამენტში გამართულ კენჭისყრას ეხმაურება, სადაც, გუშინ, 8 სექტემბერს საქართველოს მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა დაამტკიცეს.

„კვირას საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ მინისტრად ორაზროვანი ფიგურა, გიორგი გახარია დაამტკიცა, გადაწყვეტილებას კი ქუჩაში აქციების ტალღა მოჰყვა..."

„საზოგადოების დიდი ნაწილი გახარიას ანტი-სამთავრობო პროტესტის სასტიკი დარბევის მთავარ არქიტექტორად მოიაზრებს. აქციები პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც იქ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა", - წერს „დოიჩე ველე".

გამოცემის თანახმად, მიუხედავად ამისა, გახარია ცდილობს ეჭვები, რომ ის „რუსეთის კაცია" აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ოკუპაციის წინაღმდეგ გაკეთებული განცხადებებით გაფანტოს. 

„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი ბოროტებაა." ამბობს გახარია.

უკანასკნელი დამქაში

უმცირესობის წევრების მთავარი სამიზნე მილიარდელი ბიძინა ივანიშვილია, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დამფუძნებელი და ლიდერი.

„გახარია ივანიშვილის ბოლო დამქაშია პრემიერ მინისტრის პოსტზე." განუცხადა ნიკა მელიამ, ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის ლიდერმა ფრანგულ საინფორმაციო სააგენტოს.

"ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა დემოკრატიასთან შეუთავსებელია. ყველა დემოკრატიული, პრო-დასავლური პარტია საქართველოში მომავალ წელს მის საპარლამენტო არჩევნებში დასამარცხებლად გაერთიანდება. " თქვა მან.

პარლამენტის გარეთ ათობით პროტესტანტი შეგროვდა, რომლებსაც ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ: "ჩვენ არ დავნებდებით." - წერს „დოიჩე ველე"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^