Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანდერს ფოგ რასმუსენი - გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები NATO-ში გაწევრიანებას ართულებს

10 სექტემბერი, 2019 12:28
ფოტო: 1TV

„ვფიქრობ, საქართველომ გაიარა დიდი გზა და მიაღწია დიდ შედეგებს. განსაკუთრებით სამხედრო კუთხით, თქვენ აჩვენეთ ნატოს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ ასევე გააფართოვეთ რეფორმების მასშტაბი. უპირველეს ყოვლისა, გააძლიერეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და ა.შ. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეს გზა", - ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, თბილისში „ეკონომიკური კვლევის ცენტრისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. 

რასმუსენმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი საკითხი, როგორც საქართველოში, ასევე ნატოს შიგნით. ეს საკითხი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ეხება.

„თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატოსგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია - როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. NATO -ში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იგივე კითხვას“, - განაცხადა რასმუსენმა.

NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ მსგავსი პრეცედენტი ჰქონდათ გერმანიის შემთხვევაში.

„ჩვენ გვქონდა მსგავსი პრეცედენტი. მე გერმანიას ვგულისხმობ, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყო დაყოფილი. გერმანია NATO-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. NATO-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა როდესაც გერმანია გაერთიანდა 1991 წელს NATO-ს წესდებამ დაფარა აღმოსავლეთ გერმანიაც. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ის არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე NATO-ში. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დეფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“, - განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

გიორგი რურუა თავს უდანაშაულოდ ცნობს

თბილისის საქალაქო სასამართლო „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

ჟურნალისტური ქარტია აჭარის ტელევიზიის და ...

აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია კვლავ გაააქტიურა სააპელაციო სასამართლოს მიერ 18 ნოემბერს მიღ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

სასამართლო დემონსტრანტთა ადმინისტრაციული ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში18 ივნისის მოვლენებისას დაკავებული დემონსტრანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხ ...
^