Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხვალ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიზღვნილი ღონისძიება გაიმართება

10 სექტემბერი, 2019 17:37

12 სექტემბერს, თბილისის მასშტაბით წელს მეექვსედ განხორციელდება პროექტი „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს ეძღვნება.

პროექტის ფარგლებში არა-ერთი ღონისძიება გაიმართება სხვადასხვა ლოკაციაზე  თბილისის მასშტაბით. წლევანდელი ღონისძიებების თემატური პრიორიტეტები იქნება „წერა-კითვის გამავრცელებელი საზოგადოების“ 140 წლის იუბილე და სახელწმიფოებრივი დამოუკიდებლობის თემა და ანტისაოკუპაციო გზავნილები.  

12:00 - თილისი. სიონის ტაძრის ეზო.  

  • ღონისძიების გახსნა.  შესავალი სიტყვა - ილიას ფენომენის მნიშვნელობა, საუბარი მის საგანმანათლებლო და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიმართულებით გაწეულ მოღვაწეობაზე;

12:30 - მსვლელობის დაწყება სიონიდან მთაწმინდამდე.

  • ფეხით გავივლით სიმბოლურად ზუსტად იმ გზას რა გზითაც ილიას ცხედარი ააბრძანეს სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე;

ასევე, მსვლელობის დროს 5 ადგილას ორბელიანის მოედნის გაჩერებასთან, თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერში, მეტრო „თავისუფლების“ გაჩერებასთან, პარლამენტის წინ და პირველი სკოლის წინ გაჩერებასთან 5 სპიეკერი გამართავს 10-10 წუთიან მინი-ლექციებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ენობრივ, ანტირუსულ და ანტიანექსიურ მოღვაწეობაზე.  

14:30 - თბილისი. მთაწმინდის პანთეონი.

  • პოეტური კომპოზიცია „პოეზია ოკუპაციის წინააღმდეგ“;
  • ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით დაჯილდოების ცერემონია;

17:00 - თბილისში ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის მონახულება, ექსკურსია;

18:30 - თბილისი. დასკვნითი ღონისძიება. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა

  • სემინარი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და მისი ისტორიული, ეროვნული და კულტუროლოგიური მნიშვნელობა“;
  • კოსტიუმირებული პერფორმანსი ამ თემაზე მსახიობების მონაწილეობით.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

წელს, ტრადიციულად პროექტი სოციალურ და საგანმანათლებლო კომპონენტსაც შეითავსებს და საზღვრისპირა დასხლებებიდან - კაზრეთი, დისველი, რატევანი და რაჭისუბანი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) ღონისძიებებზე დასასწრებად ჩამოჰყავს 60 მოსწავლე, რომლებიც ჩაერთვებიან დაგეგმილ აქტივობებში. ახალგაზრდები რომლებიც სოციალური, გეოგრაფიული თუ სხვა ობიექტურ მიზეზთა გამო მოკლებული არიან კულტურულ და შემცნებით აქტივობებზე წვდომას.

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“, საქართელოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის მუზეუმების გაერთიანება; სოციალური ნაწილის მხარდამჭერები: შპს „ნაყინი - ლიდერი XXI“, შპს „ველინგტონი“; საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანიები: „ერთსულოვნება“, „ლიბერალი“,  „კვირა“, „არტინფო“, „ადამს-მედია“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^