Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასამთავრობოები პრემიერს რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის მაგისტრალის საფრთხეებზე მიმართავენ

11 სექტემბერი, 2019 18:35

ადამიანის უფლებების, გარემოსა და კულტურული ძეგლების დაცვის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ტურისტულმა კომპანიებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, მიმართვა გაუგზავნეს, სადაც რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტის რისკებისა და საფრთხეების შესახებ საუბრობენ.  

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტს უკვე რამოდენიმე თვეა აპროტესტებს ხადის ხეობის მოსახლეობაც.

„სწორედ მასზე გავლით არის დაგეგმილი ჩრდილოეთ-სამხრეთი სატრანსპორტო დერეფნის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის აშენება, რომელიც დაახლოებით 9 კმ სიგრძის ხეობაში ხუთი, მათ შორის, 9 კმ-იანი გვირაბისა და ექვსი, მათ შორის, 426 მეტრის სიგრძის ხიდის აგებას გულისხმობს. ხადელებმა პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერებიც შეაგროვეს", - აღნიშნულია წერილში. 

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ პროექტის განხორციელება სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო და ის განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადის ისტორიულ მემკვიდრეობას

„პროექტი საფრთხეს უქმნის მხოლოდ ხადაში აღმოჩენილ უნიკალურ კოშკებს და ენეოლითის ხანის არქეოლოგიას; გამორჩეულ ბრიომრავალფეროვნებას, წითელ ნუსხაში შეტანილი არაერთი სახეობით; ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალაშქრო-ტურისტულ მარშრუტს და ხადის ისტორიული სოფლების მოსახლეობის კეთილდღეობას. პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმოლოგიურ რისკებს". 

წერილის ავტორების თქმით, „პროექტის ძირითადი მიზანია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის  და ტრანზიტის გაძლიერება, რაც ასევე პრობლემატურია ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარე".

„23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა ჯამში 560 მლნ ა.შ.შ. დოლარამდე დაჯდება, საიდანაც 475 მლნ  აშშ დოლარს ADB-ი და EBRD-ი სესხის სახით გამოუყოფენ მთავრობას. 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობა მოიცავს შემდეგი ინფრასტრუქტურის აგებას: 5 გვირაბი, ჯამური სიგრძით 11.4 კმ; ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ იქნება. 6 ხიდი, ჯამური სიგრძით 2 კმ. მათ შორისაა, უზარმაზარი - 426 მ სიგრძისა და 166 მ სიმაღლის თაღოვანი ხიდი.

ხადის 9 კმ სიგრძის ხეობა, დიდი კავკასიონის ბიომრავლაფეროვნების ცხელი წერტილის განუყოფელი ნაწილია და მსგავსი მშენებლობა გამოიწვევს, ერთი მხრივ, ჰაბიტატებისა და ლანდშაფტების, ალპური და სუბალპური ეკოსისტემების, წყლის რეჟიმების შეუქცევად ცვლილებებს, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს შეუქმნის ისტორიული სოფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის არსებობას.

მაგისტრალი უშუალოდ კვეთს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და ზემოქმედებას იქონიებს ფრინველების დაკვირების ადგილებზე.  ჰაბიტატების ცვლილებისა და დაბინძურების პარალელურად, პროექტი ხელს შეუწყობს წითელ წიგნში შეტანილი მთელი რიგი სახეობების შემცირებას და ინვაზიური სახეობების გავრცელებას", - აღნიშნულია წერილში.

წერილის ადრესატები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად არიან აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტები.

ხელმომწერები პრემიერ-მინისტრს და საერთაშორისო ბანკებს სთხოვენ, რომ საზოგადოების ფართო ჩართულობით მოიძებნოს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში ხადის ხეობის ოპტიმალური ალტერნატივა, რომელიც ხეობასა და მის მაცხოვრებლებს განადგურების საფრთხეს ააცილებს და სხვადასხვა მიმართულების სათანადო კვლევის შემდეგ განხორციელდება. 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო)

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს ეროვნული ფონდი

საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა

საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^