
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის თქმით, ამჟამად აზრი არა აქვს დისკუსიას ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე ისე, რომ NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ გავრცელდეს საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ამის შესახებ აპატურაი სოციალურ წერს.
„გავეცანი საქართველოში მიმდინარე აზრთა გაცვლა-გამოცვლას ალიანსში ისე გაწევრიანებაზე, რომ მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ორ რეგიონზე (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე). ჩემი აზრით, ახლა ამ საკითხზე დისკუსიას აზრი არა აქვს. ვერ ვხედავ ნატოში ამის განხილვის სურვილს, არც იმის მჯერა, რომ ეს იდეა დროულია საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების თვალსაზრისით.
საქართველოს წარმომადგენლობა ნატოში აქტიურად უწყობს ხელს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში, მკაფიო და კონკრეტული იდეებით. ეს არის სწორი მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულად. მალე საქართველოში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რათა განვიხილოთ, თუ როგორ გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის როგორ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, რაც ეხმარება მას წევრობისთვის მომზადებაში“, - წერს აპატურაი.