Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძე - ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით გაგრძელდება

18 სექტემბერი, 2019 15:07

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მესამე ეტაპის გასაგრძელებლად, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთს მოიცავს, ხალხის აზრია მნიშვნელოვანი, რადგან არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის პოზიციაა, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს, თუმცა ეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. თბილისის მერმა, ვაკის რაიონის გამგებელ, რომან ტურძელაძეს ადგილობრივებთან აქტიური კომუნიკაცია, შესაბამის სამსახურს კი სოციალურ ქსელში გამოკითხვის ჩატარება დაავალა.

თბილისის მერის „ფეისბუქ" გვერდზე არსებობს გამოკითხვა და კითხვაზე: როგორ ფიქრობთ, უნდა გააგრძელოს თუ არა მიმდინარე წელს თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი? ამ დროისთვის 5200 ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. 91% თვლის, რომ სამუშაოები უნდა გაგრძელდეს, ხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ რეაბილიტიცია წელს არ უნდა გაგრძელდეს. 

„სამუშაოების მესამე ეტაპთან დაკავშირებით, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება.  რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სამუშაოების გაგრძელების თვალსაზრისით, გვინდა, ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობას, ეს პროექტი წელს გავაგრძელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე, ანუ ვაკის პარკამდე, თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე, თაქთაქიშვილის ქუჩამდე, იქ გავაჩეროთ სამუშაოებიდა გაზაფხულზე განვაახლოთ. ჩემი მოსაზრებაა, რომ რადგან დავიწყეთ, რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდეს და ბოლომდე მივიყვანოთ. მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამიტომ უმჯობესია,სამუშაოები ზამთარში გაგრძელდეს, რომ გაზაფხულზე ისევ ტალახი და მტვერი არ იყოს. ნოდარ ტურძელაძეს ვთხოვ, მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაიწყოს და მათი მოსაზრება გაგვაცნოს. გარდა ამისა,  ჩავატაროთ გამოკითხვა სოციალურ ქსელში, რა დამოკიდებულება აქვთ მოქალაქეებს ამ კონკრეტული პროქტის მიმართ. მერიის პოზიციაა, რომ პროექტი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

ახლა ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის ...

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძის მიერ ე.წ. მუქარის წერილის ორიგინალის პროკურატურისთვის გადაცემაზე ისაუბრა ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

ვთავაზობ ხელისუფლებას, რომ დავით გარეჯს ...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  არამოსამართლე  წევრი ანა დოლიძე საქართველოს ხელისუფლებას დავით გარეჯის პრობლემ ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

„რუსთავი 2-ის" ქონება ისევ დაყადაღდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ წილების 60 პროცენტს ყადაღა დაადო, ამის შესახებ ინფორმაცია &bdqu ...
^