Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” სარჩელი არ დააკმაყოფილა

18 სექტემბერი, 2019 17:56

თბილისის სააპელაციო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის სარჩელი, რომლითაც იგი საქართველოს ეროვნული არქივს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგის დაშტრიხვის გამო ედავებოდა.

სახელმწიფო არქივი გარკვეული ცნობების დახურვის მიზეზად მსხვერპლთა პერსონალური მონაცემების დაცვას ასახელებს და კანონის იმ მუხლზე აპელირებდა, რომლის მიხედვითაც, „გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარდაცვლილმა პირმა წერილობითი ფორმით აკრძალა მათი გამჟღავნება".

ირაკლი ხვადაგიანი ამ აკრძალვას სახელმწიფოს პოლიტიკას უწოდებს. „სახელმწიფო ამბობს, რომ დაიცადეთ კიდევ 15, 20, 30, 75 წელი, სანამ შეძლებთ თქვენ ამ კვლევებზე მუშაობას და შემდეგ უკვე საზოგადოების ინფორმირებას. ამ მიდგომით გამოდის, რომ ერთი საუკუნის შემდეგაც უნდა გვედგას პრობლემა, რატომ არ ვიცით ჩვენი წარსული, რატომ გვგონია თეთრზე შავი და შავზე თეთრი."

ირაკლი ხვადაგიანის განცხადებით, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” სასამართლო პროცესებში მონაწილეობის პარალელურად აქტიურად მუშაობს საარქივო კანონმდებლობის რეფორმირებაზე, რომელიც მისი შეფასებით, მოძველებულია და აცდენილია ევროპულ პრაქტიკას. „ევროპული კანონმდებლობა სანიმუშოა, როდესაც საქმე რეალურად პერსონალურ მონაცემთა დაცვას შეეხება, თუმცა იქ დაშვებულია, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება წყაროებზე, რომელიც ტოტალიტარულ რეჟიმებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს შეეხება. ინფორმაციის ეს ნაწილი, გასაიდუმლოებული კი არა, პირიქით მაქსიმალურად ღია უნდა გახდეს, რათა საზოგადოებამ გაიაზაროს ეს ტრაგედიები, გაუმკლავდეს მის მემკვიდრეობას და მიიღოს გაკვეთილი. ჩვენ კანონმდებლობაში ეს დაშვებები არსად არის“, - აცხადებს ირაკლი ხვადაგიანი.  

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

ვთავაზობ ხელისუფლებას, რომ დავით გარეჯს ...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  არამოსამართლე  წევრი ანა დოლიძე საქართველოს ხელისუფლებას დავით გარეჯის პრობლემ ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

„რუსთავი 2-ის" ქონება ისევ დაყადაღდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ წილების 60 პროცენტს ყადაღა დაადო, ამის შესახებ ინფორმაცია &bdqu ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

სოფელ ატოცში ოკუპანტებმა ბორდერიზაცია გა ...

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განახლდა. ოკუპანტები სოფელში დღეს გამოჩდნენ და მიმდებ ...
^