Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI - პოლიტიკური ლიდერებდან ყველაზე მაღალი შეფასება კახა კალაძემ დაიმსახურა

19 სექტემბერი, 2019 10:35

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარადგინეს, რომელშიც წარმოდგენილია მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.

პოლიტიკური ლიდერებდან ყველაზე მაღალი შეფასება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაიმსახურა.

კითხვაზე - როგორ შეაფასებდით თბილისის მერის საქმიანობას? გამოკითხულთა 11 % ძალიან კარგად, 34 % - კარგად, 37 % - საშუალოდ, 10 % - ცუდად და 5 % - ძალიან ცუდად აფასებს.

ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომლის საქმიანობასაც  1 % - ძალიან კარგად, 12 % - კარგად, 43 % საშუალოდ, 21 % - ცუდად, 7 % - ძალიან ცუდად.

აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2,131 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.7 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^