Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI - გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, 20 ივნისის ღამით ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა

19 სექტემბერი, 2019 10:36

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარადგინეს, რომელშიც წარმოდგენილია მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.

საზოგადოებრივი აზრის კვლების მიხედვით, გამოკითხილთა უმრავლესობას, 92 %, 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია.

მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას 43 % აკისრებს,

მაშინ მოქმედ შს მინისტრ გიორგი გახარიას 9 %,

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას 1-1 %.

მათ ვისაც 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია, მათგან 68 % ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის დაშლისას გადამეტებული ძალა გამოიყენა.

ასევე, მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ, 8 % მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს.

თუმცა, საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით - მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ, 46 % ეთანხმება, ხოლო 39 % არ ეთანხმება გიორგი გახრიას გადადგომის მოთხოვნას.

აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2,131 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.7 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

„რუსთავი 2-ის" ქონება ისევ დაყადაღდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ წილების 60 პროცენტს ყადაღა დაადო, ამის შესახებ ინფორმაცია &bdqu ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

სოფელ ატოცში ოკუპანტებმა ბორდერიზაცია გა ...

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განახლდა. ოკუპანტები სოფელში დღეს გამოჩდნენ და მიმდებ ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

ბინის მფლობელი „თბილისი ენერჯის" წარმომა ...

გურამიშვილის გამზირის #34-ში, 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე აფეთქება მოხდა. დილიდან ადგილზე იმყოფებ ...
^