Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბნელეთის მოციქულები დღის შუქზე გამოდიან და რეალურ სახეს აჩვენებენ - გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატებზე

25 სექტემბერი, 2019 19:56

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი „ლიბერალთან“ აცხადებს, რომ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი ნათლად აჩენს იმ რთულ სიტუაციას, რომელიც სასამართლო სისტემაშია. გოგიჩაიშვილის თქმით, მოსამართლე გეწაძე, რომელიც სიაში რიგით მესამეა და მასთან გასაუბრება დღეს მოხდა, საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. 

„გეწაძეს მხარი კი არ უნდა დაუჭირო, საერთოდ მოსამართლეობიდან უნდა გააგდო. კაცი პირველ და მეორე კურსის საკითხებს ვერ ძლევს და რა არჩევაზეა საუბარი. დავაკვირდი,რომ წინა დღეებთან შედარებით  გასაუბრების ტაქტიკა შეცვლილია. ანუ ივანიშვილმა ახლა ჩათვალა, ჯობია, რომელიმე მოსამართლეს ათქმევინოს, რომ სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტარული იყო.

თუმცა ვერ გათვალეს, რომ ავტორიტარული მმართველობის პირობებში სასამართლო დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა. ივანიშვილი მიხვდა, რომ ახლა არ უღირს არჩევნები იმის გამო წააგოს, რომ ალანია უვადო მოსამართლე გახდეს. მაშინ თუ სასამართლოც არ იყო დამოუკიდებელი შენ ვიღაც გეწაძე დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლე რატომ უნდა გახდე. თავისივე სისულელეებში არიან გახლართულები. ეს ხალხი ყველაფერს მისცემდა მათი ბნელი საქმეები და რელური სახე საზოგადოებამ რომ არ დაინახოს.  საშინლად იტანჯებიან“, - აცხადებს გოგიჩაიშვილი.

დეპუტატის თქმით, ეს მოსამართლეები უვიცობის, უშინაარსობის, უემოციობის, ყველაფრისგან დაცლილი ხალხია. „ბნელეთის მოციქულები დღის შუქზე გამოდიან და რეალურ სახეს აჩვენებენ. თუ ამ ხალხის კანდიდატურები გავიდა და სია არ ჩავარდა, „ოცნება“ თავისავე ამომრჩეველს დაკარგავს. ხალხს, ვისზეც ეს ხელისუფლება დგას".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^