Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა

27 სექტემბერი, 2019 16:12

საქართველოს ბანკის ინიციატივით, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით, საქართველოს  საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უცხოელი ინვესტორებისა და პოტენციური პარტნიორებისთვის საქართველოს, როგორც ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემის, სტაბილური მაკროეკონომუკური გარემოსა და მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაცნობა.  ინვესტორებმა მიიღეს ინფორმაცია საბანკო სექტორისა და უძრავი ქონების ბაზრის შესახებ, საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.

„საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი დაგროვილი ქონების მართვის კლიენტებისთვის, სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ჰქვია. ამ მიმართულებით დიდია ინტერესი ჩვენი კლიენტების მხრიდან, რაც საქართველოს საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე და საქართველოზე, როგორც ინვესტირებისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე მეტყველებს. მე მოხარული ვარ, რომ გვქონდა შესაძლებლობა ინვესტორებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ჩვენი მიზანია, გავაცნოთ ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებს საქართველო - როგორც მზარდი ეკონომიკის და განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების მქონე ქვეყანა “, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის  მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელსა და მის ოჯახს ემსახურება.  საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში წარმომადგენლობითი  ოფისების საშუალებით ოპერირებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^