Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2-ის“ დირექტორს სასამართლოში უჩივიან

30 სექტემბერი, 2019 12:47

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი თანამშრომლების ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის შრომით უფლებებს სასამართლოში ფონდი „საერთაშორისო გამჭირვლეობა - საქართველოს“ იურისტები დაიცავენ. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, ტელევიზიის ახალმა მენეჯმენტმა ყოფილი თანამშრომლები რეალურად სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოტივით გაათავისუფლა და გარკვეულწილად ამ მიზანს მიაღწია კიდეც, როდესაც ნოდარ მელაძესთან ერთად არხი ჟურნალისტთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა.

ნოდარ მელაძის განცხადებით, სასამართლო ბრძოლის წამოწყებით სურთ შექმნან პრეცენდენტი, რათა მომავალში, სხვა რომელიმე ტელევიზიის ხელმძღვანელს აღარ გაუჩნდეს ცდუნება, რომ „ნიუსრუმი“ დაცალოს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო.

„ჩვენ დავამტკიცებთ საკადრო ცვლილებების ოფიციალური მიზეზი იყო გამოგონილი .. რეალური მოტივი იყო სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების გაშვება" - აცხადებს მელაძე .

მისი ინფორმაციით, სასამართლო დავისთვის ემზადებიან ტელევიზიიდან საკუთარი სურვილით წამოსული ის ჟურნალისტებიც, რომლებსაც „რუსთავი 2-ის“ მენეჯმენტმა სახელფასო დავალიანება დაუბლოკა.

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, სასამართლოსთვის მიმართვა გადაწყვიტა, რადგან სურს დაამტკიცოს, რომ პაატა სალია არის აფერისტი, რომელმაც სახალხო დამცველიც მოატყუა. „სასამართლოს მოუწევს იმის თქმა, რომ სალია არის მატყუარა", აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა სალიამ ჟურნალისტების - ნოდარ მელაძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ეკა კვესიტაძის, გიორგი გაბუნიასა და გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლების მიზეზად არხის მფლობელთან ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. იგი შეუძლებლად მიიჩნევდა საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებას იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც არხის ახალ მენეჯმენტთან ბრძოლის რეჟიმში იმყოფებოდნენ. სალიას ინფორმაციით, გარკვეული თანამშრომლების მიმართ მზადდებოდა სამოქალაქო სარჩელი, ტელეკომპანიისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში თანამონაწილეობის გამო.

კრიზისი „რუსთავი 2“-ში - ტელევიზიას ჟურნალისტები ტოვებენ

„რუსთავი 2-ის" გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამუშაოდ ყოფილი დირექტორი იწვევს​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^