Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა - ხაზარაძე

03 ოქტომბერი, 2019 13:17

მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არა აქვს საერთოდ რა არის ინფრასტრუქტირა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს ესე ვთქვათ აბარებენ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა

„შეიძლება, ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით. მაგრამ მე მას ვურჩევ, რომ მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, კითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფცია არის გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამაზე ჩვენ პასუხს მოვთხოვთ ყველას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მაია ცქიტიშვილი კორუმპირებულია?, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „ამას ვერ იტყვის".

„მაიაზე მე ვერ ვიტყვი ამას რომ კორუმპირებული, მაგრამ დადასტურებულად გეტყვით, რომ ტენდერები ქვემოთ არ ტარდება გამჭვირვალედ. ეს არის ფიქცია. დაახლოებით იგივე პროცესი გაქვს, როცა მოსამართლეების დამტკიცების პროცედურები მოგვახვიეს თავზე,  ვითომ ეს არის გამჭირვალე. სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ გადაიბარა სააკაშვილის მოსამართლეები და ისინი არიან ხელისუფლების მოსამართლეები, ხელისუფლების პროკურორები. ჩვენ უნდა ჩავიდეთ თემებში ბოლომდე და თუ რამე კითხვა არსებობს, ეს კითხვები უნდა იქნას ამოტანილი. საზოგადოებამ ამის შესახებ უნდა იცოდეს", - განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^