Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია - ხაზარაძე

03 ოქტომბერი, 2019 16:43

„ლელოს" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მაია ცქიტიშვილზე დღეს გაკეთებული სექსისტური განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის პრინციულად მნიშვნელოვანია.

ხაზარაძის თქმით, ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს და ზუსტად იგივე კონტექსტში ახსენა ხაჭაპურის ცხობა ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას.

„ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური.

თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“).

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით.

მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია ისევე როგორც ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით.

საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე", - წერს ხაზარაძე.

„მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არა აქვს საერთოდ რა არის ინფრასტრუქტირა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს ესე ვთქვათ აბარებენ", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა - ხაზარაძე

ბ-ნო ლელო მამუკა, თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გაბედა და გამოჰყო - თეა წულუკიანი

მსგავსი კომენტარი თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ჩვენ საზოგადოებას ამცირებს - ზურაბიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^