Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ათასი ტყუილი დააბრალეს და ერთი სიმართლე მაინც შევარჩინოთ - მამუკა მდინარაძე ზარდიაშვილზე

07 ოქტომბერი, 2019 16:45

უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის დატოვებას მისი თანაგუნდელი მამუკა მდინარაძე ეხმაურება. დეპუტატი ამბობს, რომ ზარდიაშვილს ათასი ტყუილი დააბრალეს და ახლა ერთი სიმართლე მაინც შევარჩინოთ. მდინარაძის თქმით, დეპუტატის მანდატის დატოვების გდაწყვეტილება თავად მიიღო. მას წასვლასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ ესაუბრა.

„ზარდიაშვილს ეს გადაწყვეტილება თვეების  წინ ჰქონდა მიღებული და ამაზე მესაუბრა. რატომღაც, დროთა განმავლობაში მისი ეს გადაწყვეტილება გაიწელა, მაგრამ ბოლოს თქვა, რომ მის მიმართ წარმართულმა მიზანმიმართულმა „შავმა პიარმა“ პიკს მიაღწია. ამიტომაც საკუთარ ოჯახს გაუფრთხილდა, გუნდს და მიიღო ეს გადაწყვეტილება. ათასი ტყუილი დააბრალეს და ერთი სიმართლე მაინც შევარჩინოთ", - განაცხადა მდინარაძემ.

ზარდიაშვილის გადაწყვეტილებას აფასებს „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი. ვოლსკის თქმით, მმართველ გუნდში ზარდიაშვილის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს. 

„ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვებას ასე დრამატიზებითაც არ შევხედავდი. ვანო ზარდიაშვილი თავისი გადაწყვეტილებით წავიდა. გუნდში მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს. მის მიმართ უკვე დიდი ხანია „შავი პიარი“ მძლავრობდა. შეტევებმა  საკმაოდ ხშირი სახე მიიღო. ვფიქრობ, ოპონენტების შემოტევაზე გავლენა მოახდინა მისმა ეფექტურმა, პროფესიონალურმა მუშაობამ აუდიტის სამსახურის პერიოდში, სადაც კვალიფიციური დასკვნები დაიდო გადაცდომებზე, რაც იმ ხელისუფლებას ახასიათებდა“, - აცხადებს ვოლკსი.              

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. 

ამ ყველაფერს კი წინ ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილს შორის დაწყებული დაპირისპირება უძღოდა. ბესელიამ ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მის მიმართ გამოთქმული რეპლიკის გამო მიაყენა.

ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^