Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორც კი არჩევნებს ვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას - გიორგი გახარია

08 ოქტომბერი, 2019 15:06

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

გახარიამ 2020 წლის არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ როგორც კი არჩევნებს იგებენ, მაშინვე შემდგომი არჩევნებისთვის მზადებას იწყებენ.

„ეს არის ჩემი პრინციპი, ამ პრინციპით ვმუშაობდი და ამ პრინციპით გავაგრძელებ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალაც მოვემზადები".

პრემიერს რუსეთში მისი შესაძლო ვიზიტის შესახებაც ჰკითხეს. თუმცა მან ამის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. „არ ვადასტურებ“, - განაცხადა გახარიამ. 

რაც შეეხება მაკო გომურის დაზარალებულად ცნობას და 20-21 ივნისის აქციის მონაწილეების საკითხს, პრემიერი ამბობს, რომ დაზარალებულად ცნობას თავისი პროცედურები აქვს და მაკო გომურთან ეს პროცედურები მიმდინარეობს. პრემიერი ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან მაკო გომურს შეხვედრის თხოვნით მიმართა.

„არა, ასეთი თხოვნით არ მიმიმართავს. შეიძლება მივმართო. სურვილი როცა მექნება, მაშინვე განვაცხადებ," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღეიდან პრემიერმა ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა.

პრემიერის თქმით, მთავრობა ტურიზმის სექტორში არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს სფეროს წარმომადგენლებთან საუბრის გარეშე.  „მზად ვართ კრიტიკისთვის, კრიტიკისაც არასდროს შეგვშინებია და ახლაც არ შეგვეშინდება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საბოლოო მიზანი არის ძალიან მარტივი - მეტი ტურისტი ქვეყანაში, მეტი შემოსავალი, მეტი სამუშაო ადგილი და რა თქმა უნდა, ქვეყნის მეტი ცნობადობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

მხარს მაჟორიტარულ სისტემას ვუჭერ, ის ხალ ...

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, კარგია, რომ პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირა. მინისტ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრა ...

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომი მთავრობის კანცელარიასაც დაადეს. თავდაპირველად აქ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

მთავრობა მოქმედებს 24 საათიან რეჟიმში - ...

„საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, ...
^