Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ექსტერნატის ფორმით დავასრულე სასწავლებელი - შალვა თადუმაძის განმარტება დიპლომზე

09 ოქტომბერი, 2019 11:16

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა და ამავე დროს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მის დიპლომთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

რა შეუსაბამობა აღმოჩნდა მთავარი პროკურორის დიპლომში

მთავარი კითხვები ინსტიტუტში ჩაბარებასა და ინსტიტუტის დაარსების თარიღს უკავშირდებოდა. 

დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

თადუმაძე აცხადებს, რომ მან სკოლა 1994 წელს დაამთავრა და ამავე წელს ჩააბარა თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო საქმიანობა, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი იყო.

პროკურორის თქმით, 1997 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლითაც ნებისმიერ სტუდენტს ექსტერნატის ფორმით სასწავლებლის დასრულების საშუალება ჰქონდა .

„მივმართე ინსტიტუტს, რომ მსურდა ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა სასწავლებელი. 1998 წელს სპეციალურად გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი. დიპლომი იურდიულად მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია. შესაბამისი ნომრებით, დაცვის სისტემითა და მკაცრი მოთხოვნით, თუ რა უნდა ეწეროს შიგნით.

მაშინ და დღესაც აუცილებელი იყო დიპლომის გაცემის ფაქტიური პერიოდი, 1998 წლის კონკრეტული რიცხვი. აუცილებელი იყო სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობის დაფიქსირება. არა როდის ჩააბარა, არამედ სასწავლო პროცესის ხანგრძლივობის დაფიქსირება. 1998 წელს მე დავამთავრე ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით. შესაბამისად დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა ხუთწლიანი სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობის ვადა. რომ ჩაეწერა ოთხწლიანი სასწავლო ვადა, ერთის მხრივ, მე მექმნებოდა პრობლემა", - განაცხადა თადუმაძემ.

მისივე თქმით, უკვე წელიწადნახევარია ადამიანთა ჯგუფი ცდილობს ლეგენდის შექმნას, რომ ვითომ ამ ქვეყანას უდიპლომო გენერალური პროკურორი ჰყავს.

„გარდა ფუჭი  ეჭვებისა, არანაირი  დოკუმენტი არ არსებობს, რადგან ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაასაბუთებს, რომ მე იურიდიული განათლება არ მაქვს. 1998 წელს არ დამთავრებულა ჩემი იურიდიული განათლება და ამ სფეროში საქმიანობა. მესმის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესია. 18 წლის მანძილზე არასოდეს შექმნილა არც ერთი დოკუმენტი, რომ ჩემი დიპლომი ეჭვქვეშ დამდგარიყო, ვიყავი რა აქტიური იურისტი“, - განაცხადა შალვა თადუმაძე.    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^