Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მესია არ ვარ, 90 წლების განათლების სისტემას საკუთარ თავზე არ ავიღებ - შალვა თადუმაძე

09 ოქტომბერი, 2019 16:11

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძესთან გასაუბრება, როგორც მოსალოდნელი იყო, ცხარე კამათის ფონზე წარიმართა.

მთავარ პროკურორს არაერთხელ მოუხდა განმარტებების გაკეთება საკუთარ დიპლომთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის მესია არ არის და 90-იანი წლების განათლების სისტემას საკუთარ თავზე ვერ აიღებს.

„მე შემიძლია ვისაუბრო ჩემ თავზე, ჩემს დიპლომზე. ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე. ასეთ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ შალვა თადუმაძეს არ ჰქონდა ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა ამ ფორმით", - აღნიშნავს თადუმაძე.

მთავარი პროკურორის განცხადებით, არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ არ აინტერესებს  სად იყო გახსნილი სასწავლებელი. „სადაც იყო გახსნილი, სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის, მიწისქვეშ გადასასვლელში უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი. რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით და ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას, 1997 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა თადუმაძემ.

მან ასევე დასძინა, რომ უპრეცედენტოა პარლამენტში გენერალური პროკურორის მოსმენა. მისი აზრით, კარგია რომ საზოგადოებამ დაინახა გენერალური პროკურორი თავს აძლევს უფლებას ამ ფორმატში გასცეს ყველაზე კრიტიკულ კითხვებზე პასუხი, იმის მიუხედავად, რომ გენერალურ პროკურორს საკანონმდებლო რეგულაციებით ამის ვალდებულება არ გააჩნია.

გუშინ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაავრცელა განცხადება შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამობაზე. როგორც ორგანიზაციის მკვლევარებმა გაარკვიეს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.  

რა შეუსაბამობა აღმოჩნდა მთავარი პროკურორის დიპლომში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^