Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

09 ოქტომბერი, 2019 21:32

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ჩრდილო აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. თურქულმა არმიამ ქურთების სამხედრო დაჯგუფებებს შეუტია, ოფიციალური ანკარა მოწინააღმდეგე ფორმირებებს ტერორისტებად მოიხსენიებს, ხოლო მათზე თავდასხმას - რეგიონში მშვიდობის დასამყარებელ აუცილებელ ნაბიჯად.

თურქეთი ასევე მიიჩნევს, რომ ქურთული სამხედრო დაჯგუფებები დაკავშირებულნი არიან ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელიც ჩვენი სამხრეთ მეზობლისა და თვით ისლამური ხალიფათის მიერ კანონგარეშე ორგანიზაციად არის შერაცხული.

თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სამხედრო ოპერაციის დაწყებას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქურთული ფორმირებების და „დაეშის’’ წინააღდეგ შეტევა პრევენციულ მიზანს ატარებს. ანკარამ არ უნდა მისცეს მოწინააღმდეგეებს საშუალება შექმნან ტერორიტული კორიდორი, თურქეთის სამხრეთით. როგორც პრეზიდენტი იუწყება, ოფიციალური ანკარა, სირიის ნაციონალურ არმიასთან ერთად მოქმედებს. სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი დანიშნულება „უსაფრთხო ზონების“ შექმნაც გახლავთ, რომელიც ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

 ერდოღანის განცხადების შემდეგ, ოპერაციაში არტილერიასთან ერთად ავიაცაც ჩაერთო, რომელმაც, უკვე მიიტანა მაშტაბური შეტევა მოწინააღმდეგე ობიექტებზე. საერთაშორისო მედია იუწყება, რომ მოსახლეობა ქალაქებს - თალ აბიადის და რას ალ-აინს ტოვებს, პარალელურად, ხსენებულ დასახებულ პუნქტებს თურქეთის არმია უტევს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ოფიციალური ანკარის მთავარ სამიზნეს სირიის დემოკრატიული ძლაები (SDF)  წარმოადგენს, რომელიც ძირითადად ეთნიკური ქურთებისგან გახლავთ დაკომპლექტებული. ხსენებული ორგანიზაცია, წლების მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშრედ მიიჩნეოდა და აქტიურად იბრძოდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 ადგილობრივი ჟურნალისტები იტყობინებიან სამოქალაქო მსხვერლის შესახებაც.

რიგი ქურთისტანული დაჯგუფებები, როგორც თურქეთის, ასევე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან აღიარებულნი. თურქეთის სამხრეთით, ქურთისტანის მუშათა პარტია, უკვე ათწლეულებია დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძვის.

  სიტუაციის ესკალაციაში, საკუთარი წვლილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც მიუძღვის. შტატების ასობით სამხედრო მოსამსახურე, მშვიდობის გარანტს წარმოადგენდა მოკავშირე ქურთული შენაერთებისთვის და შესაბამისად, მთავარ შემაკავებელ ფაქტორს თურქული ინტერვენციის წინააღდეგ. ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკელებმა უნდა დატოვონ რეგიონი და სიტუაციაზე კონტროლი ერდოღანს გადააბარონ. ქურთისტანის დაჯგუფებებმა, დონალდის ეს ნაბიჯი, უკვე მონათლეს, როგორც ღალატი. თავად აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა ოფიციალურ ანკარას და „ლიმიტების გადაჭარბების’’ შემთხვევაში, ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა.

 შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დონალდ ტრამპის მოულოდნელი გადაწყვეტილება, ჯარის რეგიონიდან გაყვანის შესახებ, შიდა-პოლიტიკური სვლაა. ტრამპი წინამორბედებს და კონკურენტებს დაუსრულებელი ომების წარმოებაში სდებდა ბრალს. ადგილობრივი ელექტორატის დიდი ნაწილი, არ გახლავთ მოხიბლული ამერიკელი სამხედროების სხვადასხვა რეგიონში დაუსრულებელი „მოღვაწეობით’’, ხოლო დონალდს, ძალიან მალე, სამშობლოში მოერე საპრეზიდენტო ვადა აქვს მოსაგები... სავარაუდოდ თურქეთის ქმედებები ქურთისტანის წინააღდეგ, საერთაშორისო არენაზე შეერთებული შტატების ავტორიტეტს დააზარალებს.

სირიის ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონების მოწყობას, დიდი ენთუზიაზმით შეხვდებიან ევროპელი ულტრა-მემარჯვენეები. თითქმის ყველა ტრიბუნიდან, წლების განმავლობაში, საგრძნობლად მოძლიერებული „ანტი-სისტემური’’ მემარჯვენეები ლტოლვილთა კრიზისის გადაწყვეტის ერთადერთ საშუალებად, სწორედ უსაფრთხო ზონების მოწყობას მიიჩნევდნენ და საერთაშრისო თანამეგობრობას, ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებდნენ.

ჯერჯერობით რთულია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მაშტაბებს მიიღებს სამომავლოთ თურქული ინტერვენცია და რით დაკმაყოფილდება თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თუმცა დაპირისპირების მწვავე, ახალი კერის გაჩენა შესაძლოა რეგიონისთვის კიდევ ერთი უბედურების მომტანი გახდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

ვთავაზობ ხელისუფლებას, რომ დავით გარეჯს ...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  არამოსამართლე  წევრი ანა დოლიძე საქართველოს ხელისუფლებას დავით გარეჯის პრობლემ ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

„რუსთავი 2-ის" ქონება ისევ დაყადაღდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ წილების 60 პროცენტს ყადაღა დაადო, ამის შესახებ ინფორმაცია &bdqu ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

სოფელ ატოცში ოკუპანტებმა ბორდერიზაცია გა ...

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განახლდა. ოკუპანტები სოფელში დღეს გამოჩდნენ და მიმდებ ...
^