Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია ცდილობს წაგებული თამაში არ ითამაშოს - მამუკა არეშიძე

10 ოქტომბერი, 2019 13:04

გუშინ, 9 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში გამართა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გახარიამ განაცხადა, რომ მისი ვიზიტი  შემთხვევითი არ არის, რადგან ის დარწმუნებულია, რომ ამ ვიზიტით „მოყვარეებსაც და მტრებსაც" კიდევ ერთხელ დაუმტკიცებენ „რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები".

პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტამდე, საქართველოს საპატრიარქომ დავით გარეჯის საკითხზე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილები გამოაქვეყნა. ილია მეორე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასრულებამდე აქამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას მოითხოვდა, რომ სასულიერო პირებსა და მომლოცველებს „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონახულებისას პრობლემა არ შექმნოდათ.

დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში, ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა და რომ „ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება“. 

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის პირველი საგარეო ვიზიტი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ დელეგაცია საქართველოში მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგით დაბრუნდა.

„ძალიან გულწრფელი საუბარი იყო ყველა ძირითად მიმართულებაზე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს გაგება ამ მიმართულებით. სწორედ ამ შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ ის, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მიმავალი გზა გაიხსნება. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ“,-განაცხადა ზალკანიანმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მომდევნო სხდომა, სავარაუდოდ, საქართველოში ჩატარდება. 

როგორ მოახერხა ამდენი ხნის დავის შემდეგ ამ პრობლემის ერთი ვიზიტით მოგვარება გიორგი გახარიამ და რას შეიძლება ის ალიევს დაპირებოდა? ამ კითხვით „ლიბერალმა“ კავკასიოლოგ და კონფლიქტოლოგ მაამუკა არეშიძეს მიმართა. არეშიძე აცხადებს, რომ დაუშვებელია ასეთ შემთხვევაში რაიმე შეთქმულების თეორიებზე ვისაუბროთ. მისი თქმით, გახარია ალიევს არაფერს დაპირებია და ეს იყო მაღალი რანგის პირების შეხვედრა, რომელმაც პრობლემა არა გადაჭრა, არამედ დროებით შეაჩერა. მისი აზრით, გარეჯის საკითხი დღის წესრიგიდან არასდროს მოიხსნება, თუმცა ეს არის დადებითი შედეგი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ მდგომარეობას განმუხტავს.

„ახლა  ბნელ ოთახში კატა არ უნდა ვეძებოთ და შეთქმულების თეორიები არ უნდა განვავითაროთ. მე უკვე დიდი ხანია ვამბობ და ამაზე მედიასთანაც არაერთხელ მისაუბრია. ამ თემაზე აუცილებელი იყო მაღალი პირების შეხვედრა. აზერბაიჯანელების ხასიათს ძალიან კარგად ვიცნობ, ამიტომაც სულ ამას გავიძახოდი, რომ ასეთი მაღალი რანგის პირების შეხვედრა სიტუაციას დაალაგებდა. არანაირი შეთავაზება და გაცვლა არ მომხდარა. უბრალოდ ჩაითვალა, რომ ტერიტორიული დავა ამ წუთას არ არის და ესაა კულტურული მემკვიდრეობისთვის დავა. აზერბაიჯანელებს იდეოლოგიურად ალბანური ძეგლის არსებობა იმდენად სჭირდებათ, რომ დარწმუნებული ვარ არანაირი გაცვლა არ მომხდარა. ქართული მხარე ვერც ვერაფერს შესთავაზებდა.

რა თქმა უნდა, ამ ერთი შეხვედრით პრობლემა ვერ მოგვარდება. შეიძლება ითქვას, რომ ინციდენტი აღმოიფხვრა. აუცილებელია, რომ საბოლოოდ ამ თემაზე მუშაობა გაგრძელდეს. მოხდეს სამეცნიერო წრეების ჩართულობა და მუდმივი კონტაქტი აზერბაიჯანულ მხარესთან“, - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, თუ ხვალ და ზეგ ქართველი მომლოცველები გარეჯში ისე შევლენ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მათ პრობლემებს არ შეუქმნიან, მაშინ ქვეყანაში გახარიას რეიტინგი ნამდვილად მოიმატებს. არეშიძე ამბობს, რომ გახარია, როგორც წესი ცდილობს წაგებული თამაში არ ითამაშოს. აქედან გამომდინარე კავკასიოლოგს მიაჩნია, რომ პრემიერი ამ თემით ქვეყანაში პოზიციების გამყარებას შეძლებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

„რუსთავი 2-ის" ქონება ისევ დაყადაღდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ წილების 60 პროცენტს ყადაღა დაადო, ამის შესახებ ინფორმაცია &bdqu ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

სოფელ ატოცში ოკუპანტებმა ბორდერიზაცია გა ...

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განახლდა. ოკუპანტები სოფელში დღეს გამოჩდნენ და მიმდებ ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

ბინის მფლობელი „თბილისი ენერჯის" წარმომა ...

გურამიშვილის გამზირის #34-ში, 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე აფეთქება მოხდა. დილიდან ადგილზე იმყოფებ ...
^