Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ დადასტურდება, რომ სამართალდამცავი დანაშაულს ჩადის, მიდგომა უფრო მკაცრი და დაუნდობელი იქნება - გახარია

10 ოქტომბერი, 2019 13:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეს ეხმაურება.

რუსთავში მომხდარი 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 5 პირს შორის 2 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. პრემიერმა ამ ფაქტს მძიმე შემთხვევა უწოდა და განაცხადა, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები 40 000 პოლიციელს ჩრდილს ვერ მიაყენებს.

„ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი. თუმცა ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ერთული შემთხვევები ორმოცი ათას პოლიციელს ჩრდილს ვერ მიაყენებს. არიან პოლიციელები, რომლებიც ამ ქვეყანას ღირსეულად და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურებიან".

გახარიას განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ სამართალდამცავი დანაშაულს ჩადის, მიდგომა იქნება ბევრად უფრო მკაცრი, დაუნდობელი და შეურიგებელი. მისივე თქმით, ვერასოდეს ვერავინ ვერ დააყენებს ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო. თუმცა, ის არ აპირებს, რომ ამ ერთეულ შემთხვევებსაც შეურიგდეს.

„სამინისტროში დაწყებულია რეფორმები სისტემური განახლების მიზნით და აუცილებელია, რომ პოლიციაში ფასეულობების დონეზე შეიცვალოს მიდგომები როგორც მოქალაქის, ფუნქცია-მოვალეობების და ქვეყნის წინაშე ვალდებულებების ნაწილში, ასევე პოლიციელების ყოველდღიური შრომის ეფექტურობის გასაზრდელად“, - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^