Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აფგან მუხთარლის მეუღლეს გერმანიამ თავშესაფარი მისცა

10 ოქტომბერი, 2019 17:39

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას, შვილთან ერთად, გერმანიის სახელმწიფომ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42 მუხლის“ ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს გარემოება იქნება დამატებითი არგუმენტი იმისა, რომ საქართველოში მუხთარლის საქმეზე ეფექტური რეაგირება არ მომხდარა.

ადვოკატის თქმით,  თავშესაფრის მიღების შესახებ მასალები, როგორც დამატებითი მტკიცებულება, ადამიანის უფლებათა  ევროპულ სასამართლოსაც გადაგზავნა, სადაც ჟურნალისტის უფლებების დარღვევის გამო საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ განაცხადია შესული. არჩილ ჩოფიკაშვილი იმედოვნებს, რომ ახალი გარემოება სტრასბურგს გადაწყვეტილების გამოტანას დააჩქარებინებს.

ადვოკატი ერთ საეჭვო გარემოებაზეც მიუთითებს, რომლის მიხედვით, სამართალდამცავები გამოძიების ჩატარებისა და დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირების იდენტიფიცირების ნაცვლად, აფგან მუხთარლის მეუღლის მიმართ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. 

„ქალბატონი ლეილა თავის შვილთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და გადასულიყო გერმანიაში, სადაც, სათანადო პროცედურების გავლის და შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის შემდეგ მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. თავშესაფრის მიღება იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ საქმეზე არ მომხდარა ეფექტური რეაგირება და ევროსასამართლოს გავუგზავნეთ ეს გადაწყვეტილება. სასამართლომ ეს დოკუმენტი დაურთო საქმეს და გაუგზავნა მოპასუხე სახელმწიფოებს საქართველოსა და აზერბაიჯანს. ნაცვლად იმისა, რომ გამოძიება დაკავებულიყო დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირების ძებნითა და იდენტიფიცირებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა აფგან მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას მიმართ.

ოპოზიციურად განწყობილი აზერბაიჯანელი  ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2018 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იგი აზერბაიჯანელ პოლიციელებს ჰყავდათ დაკავებული აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.  2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^