Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცდილობენ მოსამართლეებს მხარდაჭერა აჩვენონ - ნაზი ჯანეზაშვილი

11 ოქტომბერი, 2019 16:58

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 79⁴ მუხლის საფუძველზე, თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების ფარული კენჭისყრა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს 37 მოსამართლის, მათივე თანამდებობაზე, უვადოდ გამწესებას. კენჭისყრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრი ესწრებოდა.    

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „ლიბერალთან“ აცხადებს, რომ ის ძირითადი ნაწილი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, წანასწარ შეთანხმებული იყო, რომ დღეს ყველასთვის  მხარი უნდა დაეჭირათ.

მისივე თქმით, კენჭისყრის ფარულობიდან გამომდინარე, აღნიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, თუმცა მისი აზრით,  დანიშვნები კითხვებს ყოველთვის აჩენს.

„ყურადსაღებია, რომ დღევანდელ სხდომაში 12 წევრი მონაწილეობდა  და ხმები, მაგალითად, არ გადანაწილებულა 8/4-ზე.  ყველას დაუჭირეს მხარი და როგორც ჩანს ის ძირითადი ნაწილი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე, შეთანხმებული იყო, რომ დღეს ყველასთვის  მხარი უნდა დაეჭირათ. ამიტომაც ყველა გავიდა. თუ არის დაძაბული ვითარება, ამისთვის ცდილობენ  მოსამართლეებს აჩვენონ ერთიანობა და მხარდაჭერა, ნიშნავენ ყველას, ან პირიქით, ვიღაცეებს უარს ეუბნებიან. ეს არის ერთგვარი პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევებში საბჭო ინტერესების მიხედვით ახორციელებს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.       

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ნოემბერი
16 ნოემბერი

ფსევდოპოლიტიკოსების სურვილია დააზიანონ ჩ ...

დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ  მასზე გარკვე ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატ ...

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი    თავმჯდომარე    სოფიო ქაცარავა  საპარლამენტო ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქც ...

„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას უერთდება. განცხადება ამის შე ...
^