Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამ ბინძური აჟიოტაჟით უნდათ თავზე ლაფი დამასხან - ილია ჯიშკარიანი

11 ოქტომბერი, 2019 20:08

საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი „ტვ პირველთან“  გადაცემა „პირველებში“ მის ირგვლივ გამოთქმულ ბრალდებებზე საუბრობს. ილია ჯიშკარიანი თქმით, რაც მის მიმართ ბრალდებები ჟღერდება,  ეს არის  ტყუილი, სიბინძურე და შავი პიარი, რომელიც მის ირგვლივ მიზანმიმართულადაა აგორებული. ჯიშკარიანისთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ასეთი ბრალდებებით სხვადასხვა „ენჯეოებმა" და მედია საშუალებებმა განაჩენი გამოუტანეს. 

„ მე მაქვს არჩეული გზა, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო. ეს ყველაფერი მიზანმიმართული კამპანიაა, რათა ავტორიტეტული დეპუტატების მიმართ რეპუტაციის შელახვა მოხდეს.  ჩემი ოჯახი, დედა, მამა და მოსახლეობა ჩემგან განმარტებას ელოდება. დაწვრილმანება და უკვე დეტალები სასამართლოს პრეროგატივაა,  სადაც ყველა გაიგებს, რეალურად რაც მოხდა. ამ ბინძური აჟიოტაჟით უნდათ რომ თავზე ლაფი დამასხან, ამას ვერ შეძლებენ. ეს არის მიზანმართული პოლიტიკა, რათა არჩევნებამდე ადამიანები გაანადგურონ.  

საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ასეთ მდგომარეობაში, რომ ვარ. სასამართლო პროცესები მალე იქნება და იქ ბევრი რამ გაირკვევა. ეს ყველაფერი შეთხზულია. ეს არის სპეციალურად მიმართული ჩემი სახელის გაფუჭებისთვის. რა თქმა უნდა, ამით პარტიასაც ზიანი მიადგება. ჩემს ადამიანობს ვინც იცნობს, ყველამ კარგად იცის რასაც ვამბობ. 54 წელია ისე ვიმსახურე, რომ ჩემთვის საყვედური არავის უთქვამს. ექიმების დახმარებით მე მოვძლიერდები და ამ სიმართლეს დავამტკიცებ“,-აცხადებს ილია ჯიშკარიანი.

დეპუტატის თქმით, თამთა თოდაძე 2017 წელს გაიცნო. „ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახალგაზრდა გოგონაზე. ჩემთან პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციიდან, ახალგაზრდების რეკომენდაციით მოხვდა და არ ვიცნობდი". მას კარიერული წინსვლა უნდოდა და როგორც, დეპუტატი ამბობს, ამაში შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა.  

„ვერ გეტყვით მას ეს დაზიანებები საიდან აქვს. მე ვნახე დღეს გამომძიებლის მიერ ჩვენება, სადაც ამბობს, რომ კომპიუტერი მან გადმოაგდო. რა თქმა უნდა, მეც იქ ვიყავი. ამაზე დაწვრილებით საუბარი ჭორაობას დაემსგავსება. იმ ახალგაზრდების  მერიდება ვინც მას რეკომენდაცია გაუკეთა. ყველაფერს ფარდა მალე  აეხდება. ახლა ჩემს ინტერესში  შედის, რომ ამ გამოძიებაზე რეალობა დადგინდეს. მე მას ხელით არ შევხებივარ“, - აცხადებს ილია ჯიშკარიანი.           

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ნოემბერი
16 ნოემბერი

ფსევდოპოლიტიკოსების სურვილია დააზიანონ ჩ ...

დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ  მასზე გარკვე ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატ ...

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი    თავმჯდომარე    სოფიო ქაცარავა  საპარლამენტო ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქც ...

„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას უერთდება. განცხადება ამის შე ...
^