Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აფხაზეთიდან დევნილთა პროტესტი საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით ოცდამეშვიდე დღეა გრძელდება

13 ოქტომბერი, 2019 19:39

27-ე დღეა აფხაზეთიდან დევნილი ათეულობით ოჯახი, საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესასვლელში საპროტესტო აქციას მართავს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილე დევნილთა უმეტესობას ბინის მისაღებად, საკმარისი ქულა არ გააჩნია. მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურის თქმით, დევნილების    ბინით დაკმაყოფილებას შესაბამისი კომისია კრიტერიუმების მეშვეობით ახდენს.

„საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით“, - წერია სამინისტროს სარეკლამო განცხადებაში.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ , უნდა გადანაწილებულიყო დაახლოებით  959 ბინა , აქედან 273 კვლავ გაუცემელი დარჩა. მათივე თქმით, ისეთმა დევნილება მიიღეს საცხოვრებელი ფართი ვისი სოციალური ქულაც არ შეესაბამებოდა კრიტერიუმებს და ადგილი ჰქონდა კორუფციას. აქციის მონაწილეები მინისტრის მოადგილის გადადგომასა და  კომისიის გამჭირვალობით მუშაობას მოითხოვენ.   „ეს ბრძოლა გაგარძელდება მანამ, სანამ არ მოხდება  საცხოვრებელი ფართის შერჩევა სამართლიანად", - აცხადებენ  სამინისტროსთან   მოშიმშილე დევნილები.   

უწყებაში   კი განმარტავენ, რომ    დარჩენილ 273 ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ბინები კი წლის ბოლოს განაწილდება.  

ვიდეო► დევნილების 27 წლიანი რიგი საცხოვრებელი ფართისთვის გრძლდება

ვიდეო► აფხაზეთიდან დევნილთა აქცია საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავე ...

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, მოძრაობა „სირცხვილიას'' აქტივისტებსა და „ერთიანი ნაც ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

ზვიად ძიძიგური უმრავლესობას ტოვებს

უმრავლესობას ზვიად ძიძიგურიც ტოვებს.  ამის შესახებ   ძიძიგურმა   სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

პროპორციული სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანა ...

უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი, რომელმაც გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა,   სოციალურ ქსელში თ ...
^