Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს შექმნა წინასაარჩევნო იაფფასიანი მეთოდია მოსახლეობის მოსასყიდად - ალაფიშვილი

14 ოქტომბერი, 2019 12:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობა ახალ საჯარო უწყებას, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ქმნის, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობა იქნება.

„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს” შექმნა, ფუნქციების გამოყოფა და განსაზღვრა ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა. სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ფაქტის შესახებ მათაც ინფორმაციის დონეზე იციან. ისინი მხოლოდ პრემიერის 487-ე დადგენილებას იცნობენ, რომლის მიხედვითაც სააგენტო 30 ნოემბრამდე უნდა შეიქმნას და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდეს.

იურისტი ლევან ალაფიშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ სამუშაო ადგილებს ქვეყანაში ბიზნესი ქმნის და ამისთვის ბიზნესმენებს გარემო უნდა შეუქმნან. იურისტის თქმით, სამწუხაროდ ქვეყანაში ეს ჯერ გაცნობიერებული არ არის და პოლიტიკური მოტივით, საჯარო სამსახურში, ბოლო პერიოდში, უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნება, ვიდრე კერძო სექტორში.

„საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების რიცხვმა დაახლოებით სამასი ათასს მიაღწია. რა თქმა უნდა, ეს სწორი და კარგი დამოკიდებულება არ არის. გავიხსენოთ თუნდაც ის რომ დღემდე ამ მიმართულების აქტივობა, დეპარტამენტის დონეზე, ჯანდაცვის სამინისტროში ისედაც იყო. „ვორქნეთი", დასაქმების ვებ- პორტალიც კი გააკეთა მთავრობამ, შეცვალა რაიმე? რა თქმა უნდა, ვერა. გვახსოვს წინა პრემიერის ბახტაძის დაპირებაც, რომ პენსიონერთა დასაქმებაც კი იქნებაო.

ვერც ამან იმუშავა. ამიტომაც ამ საკითხზე სერიოზულად საუბარი დიდი გულუბრყვილობა იქნება. ეს არის წინასაარჩევნო მზადება, რომლითაც იმ მძიმე ფონის გადაფარვა სურთ, რაშიც მმართველი გუნდი და ქვეყანა იმყოფება. ამდაგვარი პოლიტიკური იაფფასიანი მეთოდებით მათზე განაწყენებული მოსახლეობის ყიდვა უნდათ“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^